იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ RAI-ს ინტერვიუ მისცა. ამ გამარჯვების წყალობით „სკუადრა აძურამ’’ მსოფლიოს ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში 3 ქულა ჩაიწერა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეეცილოს პირველ ადგილს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც 4 თამაშიდან 4 მოგებით ურყევად უკავია პირველი პოზიცია. „დღესაც გაგვიჭირდა, მაგრამ ამას ბევრი...
ჭდე: იტალიის ნაკრები
ყველა გზა პიოლისკენ მიდის
ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. დღეს „სკუადრა აძურა’’ მისი ხელმძღვანელობით მოლდოვასაც უმასპინძლებს და ამით დასრულდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გადაწყვიტა ნაკრების პრეს-კონფერენციაში მიეღო მონაწილეობა და საზოგადოებისთვის შექმნილი რთული მდგომარეობა აეხსნა. სპალეტის სამსახურიდან გაშვება იტალიური ფეხბურთის შეფებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ შეხვედრაში ნორვეგიასთან 0:3 წაგებამ გადააწყვეტინა. გაჩნდა შიში, რომ „სკუადრა აძურა’’ შეიძლება...
თუკი სპალეტის ახლავე შეცვლიან…
ხვალ იტალია მოლდოვას მასპინძლობს. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი I ჯგუფის მატჩია. ჯგუფს სამი თამაშიდან სამი მოგებით ნორვეგია ლიდერობს, მეორეზე სამიდან ორი მოგებით და ერთი მარცხით ისრალია, მერე ერთი მოგებით და ორი წაგებით ესტონეთი მოდის, იტალია კი მეოთხეა ― ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ნორვეგიაში 0:3 წააგო. ორი წაგებით ბოლო ადგილზეა მოლდოვაა. იტალია ჯგუფიდან საბოლოოდ ალბათ მაინც...
სპალეტი ყველას აავადებს?
„ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ერთი კვირის თავზე ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებდი, ― წერს იტალიური საიტის calciomercato-ს მიმომხილველი სანდრო საბატინი, ― ერთადერთი, დონარუმა იყო ჩვენთან. ის გასული შაბათის მსგავსად მატჩს პრივილიგირებული სტუმრის სტატუსით აღარ ადევნებდა თვალს. მეტოქე კი ამჯერად არა დიდი, წვრილი და ამომავალი ვარსკვლავებით სავსე „პარი სენ ჟერმენი’’, არამედ ნორვეგიის ნაკრები იყო. ჩემპიონთა ლიგის...
სპალეტი იტალიელებს სიამოვნებისკენ მოუწოდებს
იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად მოუგო ბელგიას 1:0 და A დონის ფლეი ოფში დაიბევა ადგილი. „სკუადრა აძურას’’ შედეგი მრავლისმეტყველია: ის ბელგიელთა წინააღმდეგ ზედიზედ 52 შეხვედრაში არ დამარცხებულა. გარდა ამისა, იტალიელებს ერთა ლიგაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარცხი მხოლოდ ორჯერ უწვნევიათ. სტუმრებმა გამარჯვებას ამ დღესაც თავიდანვე ჩაუყარეს საფუძველი. ანგარიში „ნიუკასლ იუნაიტედის’’ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ...
რასპადორი – ნაკრებში ბრწყინვალე და ნაპოლიში დაკარგული
ძლიერად დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. პირველ შეხვედრაში მან პარიზში „საფრანგეთს” მოუგო (3:1), წუხელ კი ისრაელს აჯობა ბუდაპეშტში (ნეიტრალურ მოედანზე) 2:1. სპალეტიმ ორივე შეხვედრაში ათამაშა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი, რომელიც საფრანგეთთან შესვენების შემდეგ შეიყვანა მოედანზე, ხოლო ისრაელთან 63 წუთის შემდეგ შეცვალა. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საფრანგეთს გოლი გაუტანა, ისრაელის მეკარემ კი...
იტალიის რევოლუცია პარიზში
გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – წერს „პარკ დე პრენსზე” საფრანგეთთან 3:1 გამარჯვების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი სანდრო საბატინი. ის განაგრძობს: ამ იტალიას არაფერი აქვს საერთო გუნდთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ბრაზისა და სიამაყის გარეშე დატოვა. ბერლინში შვეიცარიასთან თამაშის (0:2 ევრო 2024-ის მერვედფინალში) შემდეგ იყო მხოლოდ სირცხვილი და სტვენა; პარიზში ერთა ლიგაზე საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ კი არის მხოლოდ...
სპალეტი: როდესაც გარკვეულ დონეზე დაბლა ეშვები, სქემებს აზრი აღარ აქვს
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთან 0:2 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. „თამაშის ასეთი დასასრული მისი დასაწყისით შეიძლება ავხსნათ. მეტოქემ ტემპით გვაჯობა, როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური სისწრაფით. როდესაც ასე ნელა თამაშობ, სხვა ყველაფერზე ძნელია ლაპარაკი. წინა მატჩის შემდეგ გითხარით, რომ სავარაუდოდ ფეხბურთელებს ხეირიანად დასვენების საშუალება არ მივეცი და დაღლილები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ახლა ასე აღარ იყო. სქემაში...
97 წუთი ღიმილის გარეშე
„ღიმილი, რომელიც ობიექტურად თუ ვიტყვით იტალიის ნაკრებისთვის არასახარბიელო მატჩის დასრულებიდან 30 წამის შემდეგ ვიხილეთ, მთელი 97 წუთისა და 30 წამის განმავლობაში არსად ჩანდა. სამაგიეროდ, ყველანი ვუყურებდით მორიგ პრობლემებით სავსე შეხვედრას. ამ პრობლემებზე ლაპარაკი კი წინა მატჩების გახსენების გარეშე ძნელია. მათ პირველად წინა დღეებში წამოყვეს თავი. მაგრამ, ფეხბურთს ერთი ამოსუნთქვით მოსაყოლი ზღაპრების შემოთავაზება უყვარს და ამის...
ორშაბათამდე არაფერი შეიცვლება
„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ესპანეთთან საშინლად ითამაშა, რითაც მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. „გაძეტა დელო სპორტმა” მარჯვენა მცველის საკითხს ანალიტიკური წერილი მიუძღვნა. სტატიის ავტორი ამბობს, რომ შეხვედრის მეხუთე წუთზე ესპანელებისთვის უკვე ნათელი იყო, რომელი ფრთიდან უნდა შეეტიათ. დი ლორენცო შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კიეზა მას ვერ ეხმარებოდა. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაპოლის” კაპიტანი დიდი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური...









