ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის (1:0) შემდგომ პრეს-კონფერენციაზე იტალიელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციიდან. – როგორ აღიქვით მარცხი? – ჩვენ ძალები ვერ აღვიდგინეთ, დაღლილები ვიყავით და ესპანელეთან მთავარი განსხვავება სწორედ ეს იყო. ფიზიკური მდგომარეობა საბაზისო საკითხია. თუ ჯანზე არ ხარ, მეტოქეს ვერც სისწრაფეში გაუწევ წინააღმდეგობას და ვერც რეაქციებში. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ტექნიკური...
ჭდე: იტალიის ნაკრები
ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა
„უკეთ თამაში შეგვეძლო? შეგვეძლო მეტის გაკეთება? სხვა დამოკიდებულება უნდა გვქონოდა? სხვა მენტალიტეტი? სხვა ფეხბურთი უნდა გვეთამაშა? სხვა ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ? სამი მცველით უნდა გავსულიყავით მოედანზე თუ ოთხით? კიეზა მარჯვნივ უნდა ყოფილიყო, მარცხნივ თუ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე? რასაკვირველია, ყველაფრის მოსინჯვა შეიძლებოდა, მაგრამ დღევანდელის მსგავსი თამაშების დროს ფეხბურთი მარტივდება: იტალიას ყველაფრის მოსინჯვა შეეძლო, სპალეტის შეეძლო ყველა ღონე...
იტალია იყო ძლიერი თუ ალბანეთი სუსტი?
პირველი 30 წამის განმავლობაში პანიკა იყო, შემდეგ კი ნათლად გამოჩნდა, რომ იტალია ალბანეთს სჯობდაო, წერს calciomercato და დასძენს, რომ როგორც სხვა ფავორიტთა შეხვედრებში, საბოლოოდ აქაც გაუგებარი დარჩა გამარჯვებული გუნდი მართლა ძლიერი იყო თუ მოწინააღმდეგე შეხვდა ძალიან სუსტი. შემდეგ იტალიური საიტი წერს, რომ „სკუადრა აძურამ” უფრო მეტი იწვალა ვიდრე გერმანიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ. იტალიელთა და ალბანელთა...
დი ლორენცო: დრო რომ მოვა სათქმელს ვიტყვი, არ მომერიდება
„ნაპოლის” კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ გერმანიის ქალაქ იზელონში, „სკუადრა აძურას” ბანაკში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: „მშვიდად ვარ. ვემზადები ჩემს კარიერაში მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც გზა დაბლიდან გაიკვალა, ყველაფერი რაც ხდება მშვენიერია. ძალიან ამაყი ვარ. ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ...
ევრო 2024: იტალიელთა ძლიერი და სუსტი მხარეები
იტალიის ნაკრებისთვის ევრო 2024 შაბათს ალბანეთთან თამაშით იწყება. იტალიელებთან და ალბანელებთან ერთად B ჯგუფში არიან ესპანეთი და ხორვატია. The Athletic-მა, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსის” დამატებაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი დაახასიათა. პირველი, რაზეც გამოცემამ ყურადღება გაამახვილა, „სკუადრა აძურას” დაცვა გახლავთ. მისი აზრით, მარტამდე სპალეტი ითხკაციანი უკანა ხაზის დალაგებას აპირებდა, მაგრამ მერე გამოაცხადა, რომ რაღაც თანამედროვეს გაკეთება უნდოდა...
იტალიის გასვლას საკამათო უწოდეს
უკრაინამ ევრო 2024-ის გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 0:0. შედეგად იტალიამ C ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადილი დაიკავა და ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. უკრაინას რომ მოეგო, ევროზე ის გავიდოდა. სერგეი რებროვის გუნდს გამარჯვების იმედი 90+3 წუთზე მიეცა, როდესაც მიხაილო მუდრიკი ბრაიან კრისტანტემ საჯარიმოში თითქოს წააქცია, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ...
იტალიას უკრაინა დარჩა
ევრო 2024-ის C შესარჩევ ჯგუფში გამარჯვებული ინგლისის ნაკრებია, მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა გრძელდება. იტალიამ ჩრდილო მაკედონიას 5:2 მოუგო, რის შედეგადაც 13 ქულით უკრაინასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შესაბამისად, 20 ნოემბერს ლევერკუზენში უკრაინელებსა და „სკუადრა აძურას” შორის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. იტალიელებმა ჩრდილო მაკედონიელებს პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს, არადა 4:0-ის მოგებაც შეეძლოთ — ჟორჟინიომ პენალტი ვერ გაიტანა. შესვენების...
ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა
იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს...
ჰიმნი თუ კარაოკე?
ჩრდილო მაკედონიისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრამ რიგ მიზეზთა გამო იტალიაში უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი გახლდათ უხარისხო მინდორი, რომელზეც იტალიელთა აზრით თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, მეორე კი… ჰიმნის შესრულება. უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრის წინ იტალიის ჰიმნი იმღერა ბარბარა პოპოვიჩმა, რომელმაც აკაპელა შეასრულა. პოპოვიჩი ის მომღერალია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას 2013 წლის საყმაწვილო ევროვიზიაზე წარმოადგენდა. ვერ გეტყვით...
სპალეტი: მე ისედაც ცოტა მძინავს
იტალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში 1:1 ითამაშა, რამაც ლუჩანო სპალეტის დებიუტს ჩრდილი მიაყენა, „სკუადრა აძურას” სატურნირო მდგომარეობა კი დაამძიმა. ანგარიში 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გაათანაბრა. მატჩის შემდეგ სპალეტიმ თქვა: …ჩვენ გადმოგდებული, ასხლეტილი ეგრეთწოდებული მეორე ბურთების მოპოვება გაგვიჭირდა. გუნდურ ბლოკებს ვერ ვაყენებდით. სხვა მხრივ ცუდად არ გვითამაშია. უარესიც შეიძლებოდა...









