გადაწყვეტილი ამბავი – ბათუმის „დინამოს“ გია გეგუჩაძე ჩაიბარებს. შევიტყვეთ, რომ მისი ფუნქციები მხოლოდ მთავარი გუნდით არ შემოიფარგლება და პარალელურად, როგორც კლუბის საფეხბურთო აკადემიას, ისე ასაკობრივ გუნდებს და ზოგადად ბათუმურ ფეხბურთს გაუწევს კურირებას. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ თბილისის „დინამომ“ პირველად და ჯერჯერობით...
Author: გიორგი ნოზაძე
ევროტანკი
საკალათბურთო ევროლიგამ პირველი წრე შეაჯამა და პოზიციების მიხედვით საუკეთესოებიც გამოავლინა. თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ევროლიგაში მეორე კაცად აღიარეს. „ბასკონიას“ ქართველი „ტანკი“ ყოველ შეხვედრაში საშუალოდ 15,3 ქულას, 6 მოხსნას და 1,8 შედეგიან გადაცემას ასრულებს. მასზე წინ რეიტინგში ლიტვური „ჟალგირისის“ პაულიუს იანკუნასი დააყენეს. არადა, სტატისტიკით ლიტველი თოკოს ყველა მაჩვენებელში ჩამორჩება: 13 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.5...
ტევესის ერთი გოლი – 9 490 000 დოლარი
საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარლოს ტევესი ჩინურ „შანხაი შენხუას“ დატოვებს და კარიერას მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულებს. ვარაუდები შერეკილი ვარსკვლავის სამომავლო გეგმების შესახებ არგენტინული გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე მისმა დასწრებამ განამტკიცა. თავიდან ჩინელები კარლოსს 10 თვეში 25 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ, მაგრამ 2016-ში ორწლიან და 38-მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდენ. ტევესს კვირაში 730 000 დოლარი გამოსდიოდა. სულ 20 შეხვედრაში მიიღო...
ანრი და მესი აბანოში გამოჩნდება
„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ფრანგმა ერიკ აბიდალმა ის პერიოდი გაიხსენა, კიბოს რომ ებრძოდა და ლეო მესიმ სთხოვა, თანაგუნდელებისთვის ვიდეომიმართვები არ გაეგზავნა… „ძალიან მიჭირდა. ძალიან გავხდი და ბედნიერი ვიყავი, როცა ექიმმა მითხრა, ოპერაცია გიშველისო. ვიდეომიმართვა ჩავწერე და სიხარული ბარსელონელ თანაგუნდელებს გავუზიარე. ლეომ კი შემომითვალა, არ არის საჭირო ასეთი შეტყობინებები – ცუდ განწყობაზე გვაყენებს და უარყოფითად გვმუხტავსო… იცით...
ბრეჟნევის კარის თამაშები
რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის გარეშე გამოვა და რუსის გამარჯვების შემთხვევაშიც არ აჟღერდება ვარიაცია სსრკ-ის ჰიმნის თემაზე. ეს ყველაფერი არნახული მასშტაბის დოპინგსკანდალის გამოძახილია, რუსებს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის დაკარგვად რომ დაუჯდათ. თავად რუსებმა თემას უმალ პოლიტიკური სარჩული გამოაკერეს – მსოფლიო შეთქმულებას გვიწყობენო. მიკვირს, არც ერთ დასავლელ სპორტულ ფუნქციონერს ან ჟურნალისტს აზრადაც არ მოსვლია მარტივი...
მარტო თოკო ევროლიგაშიც ბრალიაო
საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია დიდებულ სეზონს ატარებს და თუ მისი „ბასკონია“ ევროლიგის 16-გუნდიან რეგულარულ გათამაშებაში მე-9 ადგილზეა, დიდწილად მისი დამსახურებაა. წუხელ „ბასკონია“ თურქულ „ფენერბაჰჩეს“ მისსავე „ულქერ არენაზე“ დაუპირისპირდა. თოკო, ბუნებრივია, სასტარტოში ხუთეულში იყო და საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი – 15 ქულაც მოინაგრა, მაგრამ ამან არ იკმარა. თურქებმა ბოლო წუთებზე იძალეს და 79:74 იმარჯვეს. ბასკების...
გურულივით წესიერი
გია გურულზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქართველი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. ლეგენდარული „დინამო“ და სსრკ-ის ჩემპიონატი, დამოუკიდებელი პირველობისა და ეროვნული ნაკრების გარიჟრაჟი, წარმატებული წლები ევროპაში, მუშაობა ეროვნულ გუნდში და კლუბებში… ამას ისიც დაუმატეთ, რომ უწესიერესი კაცი და საინტერესოდ მოუბარია. ჰოდა, აბა, ციცქნა ინტერვიუ როგორ გამოგვივიდოდა?! – მოდი, „დინამოში“ პირველი ვარჯიშით დავიწყოთ, როცა მოედანზე ლამის საფეხბურთო ღმერთებთან...
ლებრონ ჩე
NBA-ში სულ ოთხი ვარსკვლავია, ვისაც თამაშის განზრახ „ჩაშვებაში“ საჯაროდ დასდეს ბრალი. ელვინ ჰეისი – ისე ნატრობდა მწვრთნელის პოსტიდან ჯეკ მაკმეჰონის გაშვებას, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ „ვერ დაიჭირა“ ბურთი. უილტ ჩემბერლენი – 1969 წლის ფინალის მე-7 მატჩში მისი „ტრავმა“ და მარცხის შემდეგ კონფლიქტი საუკეთესო მეგობარ ბილ რასელთან… კობი ბრაიანტი – „ფინიქსთან“ ფინალში აშკარა პასიურობა და ნამატჩევს...
გცივა? იცეკვე!
სამხრეკორეულ პიონგჩანში 9 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება.ორგანიზატორების პროგნოზით, ამ დღეს ტემპერატურა – 14 გრადუსი იქნება, რაც აქამომდელ ზამთრის თამაშებს შორის ანტირეკორდია – მანამდე ლილეჰამერი „ლიდერობდა“ – 11 გრადუსით. ჰოდა ფიქრობენ: ჯერ თქვეს, მაყურებელი რომ არ გავყინოთ, შესვლის პროცედურა გავამარტივოთო… მერე თქვეს, ქარისგან დამცავი ფარები დავაყენოთ სტადიონის ტრიბუნებზეო… ბოლოს: მაყურებლები გახსნის ცერემონიალში ჩავრთოთ,...
… პელეა და, მერე მესი იქნება
„ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესის „ბარსელონას“ მაისურით თურმე უკვე 525-ე გოლი გაუტანია. ერთი კლუბის რიგებში გატანილი გოლებით არგენტინელი ლეგენდარულ ბავარიელ გერდ მიულერს გაუსწორდა და ეჭვი მაქვს, ჰერ გერდი მალე მდევრის როლში დარჩება. მიულერს საამდენგოლოდ 14 წელი დასჭირვებია და მორცხვმა არგენტინელმა 13 იკმარა. მათზე წინ ორად-ორი კაცია. პირველი არც მკითხოთ. პელემ „სანტოსის“ ფანობა 643-ჯერ აღაფრთოვანა!...









