საკალათბურთო ევროლიგამ პირველი წრე შეაჯამა და პოზიციების მიხედვით საუკეთესოებიც გამოავლინა. თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ევროლიგაში მეორე კაცად აღიარეს.
„ბასკონიას“ ქართველი „ტანკი“ ყოველ შეხვედრაში საშუალოდ 15,3 ქულას, 6 მოხსნას და 1,8 შედეგიან გადაცემას ასრულებს. მასზე წინ რეიტინგში ლიტვური „ჟალგირისის“ პაულიუს იანკუნასი დააყენეს. არადა, სტატისტიკით ლიტველი თოკოს ყველა მაჩვენებელში ჩამორჩება: 13 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.5 შედეგიანი გადაცემა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეფექტიანობის კოეფიციენტის მიხედვით ჩვენებური ყველა ამპლუის მოთამაშეთა შორის საუკეთესო ხუთეულში შედის.
„ქართველმა დაივიწყა უწინდელი არასტაბილურობა და დაარწმუნა კლუბის მენეჯმენტი, რომ მთავარი დამრტყმელი ძალის ტიტულს იმსახურებს. ეს დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბასკური მომჭირნეობისა და შენგელიას განუხრელი პროგრესის ფონზე, შედეგი წელს გახდა თვალსაჩინო. შენგელია სულ უფრო ხშირად ტყორცნის სამქულიანებს, მაგრამ ის მაინც ძველი, კლასიკური სკოლის წარმომადგენელია – ზურგით დგომი, მიწოლა, თითქოს მოუქნელი სროლის მანერა და სამწამიანში უშიშრად შეჭრის დაუოკებელი სურვილი“ – ესეც ევროპელთა აზრი საქართველოს ნაკრების ლიდერის შესახებ, რომელიც ევროლიგაში საშუალო დონის „ბასკონიიდანაც“ კი ამინდს ქმნის.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
