ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად იყო. ლოტკინზე გაზრდილმა ბიჭმა გზა მადრიდამდე გაიკვალა და დანარჩენი თვითონ გიო სირაძემ თქვას:
– ფეხბურთის თამაში “საბურთალოში” დავიწყე. მერე იყო “ოლიმპი” და უკვე 15 წლისა მადრიდში გადმოვბარგდი.
– ასეთი ნახტომი კარიერაში ადვილი არ არის..
– ეს ოჯახის გადაწყვეტილება იყო და რადგან აქ დედასთან ერთად ვარ, საბუთებიც ადვილად გამიფორმეს.
– საბუთები საბუთებად და საიდან დაიწყე კარიერა?
– გასასინჯად მივედი FC Rayo Marjondando-ში, რომელიც „რეალის“ ფარმკლუბია. ახლა კი 18 წლის ვარ და მადრიდის 19-წლამდელთა ჩემპიონატში ვთამაშობ.
– ვიცი, რომ „ატლეტიკოს“ გაუტანე…
– ჩემი მეორე თამაში და პირველი გოლი იყო. სულ ხუთ თამაშში ორი გოლი გავიტანე

– მცველის კვალობაზე მშვენიერია.
– სათამაშო სქემიდან გამომდინარე, ხან მარჯვენა მცველი ვარ და ხანაც მარჯვენა ნახევარმცველი.
– ჟოზე მოურინიოს ბიჭზეც მითხარი…
– სანამ ის „რეალში“ მუშაობდა, შვილი ჩვენთან დაჰყავდა. კარგი ბიჭია, მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, დიდი ვერაფერი. ისე, ჩაბის უმცროსი ბიჭიც ჩვენთან ვარჯიშობს და მამა ხშირად აკითხავს ხოლმე.
– ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს საფეხბურთო ზღაპარს წააგავს…
– ძალიან მეგობრული გუნდია. ზედმეტსახელიც მაქვს, „ჯორჯის“ მეძახიან.
– ჩვენი ფედერაციიდან ხომ არავინ შემოგხმიანებია ასაკობრივი ნაკრების თაობაზე?
– ჯერ არა, მაგრამ თუ ეგ დღე დადგება, არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
