აღარ ვაკაკუნებთ! ვაბრახუნებთ! გაგვიღეთ ექვსი ერი! მეტი რა ვქნათ? ვიღას მოვუგოთ, რომ რაგბის მამებმა დააფასონ ქართველების წვლილი საერთაშორისო რაგბში?! სწორედაც წვლილი, რადგან სხვებისთვის თუ ეს პროფესიაა, ჩვენი ბიჭებისთვის უკვე ცხოვრების წესია. აშშ მაგარი გუნდია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სულ რეიტინგის ოცეულშია, მეორე ტაიმში მოგვეძალა, მაგრამ ვერკი გვძლია. მეთექვსმეტე მოთამაშესაც მადლობა – თითქმის სავსე „მიხეილ მესხმა“ ჩვენს ბოჯღალოსნებს დამატებითი მუხტი შესძინა.
თიბისის რაგბის სერიებმა, იგივე ნოემბრის ტესტებმა, დაადასტურა, რომ საქართველო რაგბის ელიტის ღირსეული წევრია და „ექვსი ერის“ წევრობას ალალად იმსახურებს.
გამოუშვით იტალია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ!
ფოტო: Eventikz
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
