დიახ, 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებს კონტინენტზე ბადალი უკვე კარგა ხანია არ ჰყავს. მერე რა, რომ ამ შეჯიბრში რამდენიმე წელია „ექვსი ერის“ ქვეყნები არ მონაწილეობენ?! მოვიდნენ და სცადონ პატარა ბორჯღალოსნებთან რკენა. ბოლო წლებში რომ სცადეს და ცხვირიც წაიტეხეს, იმიტომაც გავიდნენ ევროპის ჩემპიონატიდან და ქართველები უკეთეს შეთხვევაში ესპანელებისა და პორტუგალიელების ამარა დატოვეს… ამჯერად ტურნირს ჩეხეთმა უმასპინძლა...
ჭდე: ექვსი ერი
როგორ ჩამოგლიჯეს კარი ქართველებმა…
მსოფლიო მედიას ბორჯღალოსანთა გამარჯვება, ცხადია, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. წამყვანი სარაგბო თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ექვსი ერისა“ და „მსოფლიო რაგბის“ მამებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბირამა“: „კვირას საღამოს საქართველომ თავის ისტორიაში ულამაზესი ფურცელი ჩაწერა: ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები 28:19 ჭკუიდან გადასული პუბლიკის თვალწინ დაამარცხეს და ეს იყო არათუ...
საქართველომ ექვსი ერი მარცხით დაიწყო
იტალიის სტადიონებზე სტარტი აიღო მორაგბე 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებმა და ამ ტურნირში ტრადიციული ევროპული ექვსი სარაგბო ერის გარდა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიც მონაწილეობენ. შეჯიბრება პარასკევს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ჯახმა გახსნა, რომელიც ახალგაზრდა „სპრინგბოქსმა“ 30:22 მოიგო, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის 20-წლამდელებმა ირლანდიელი თანატოლები გაანადგურეს – 42:21. შაბათს კი იმ ჯგუფის მატჩებიც შედგა,...
World Rugby და ქისა ბობოლებისთვის
მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც კორონავირუსით დაზარალებულ სარაგბო კავშირებსა და ფედერაციებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „შემუშავებული სტრატეგია მხარდაჭერას გაუწევს პროფრსიულ კავშირებს, რომელთაც შექმნილ ვითარებაში დაფინანსება ჰაერივით სჭირდებათ. ფონდი შეიქმნა იმისთვის, რათა სარაგბო ორგანიზაციებმა არსებობა გააგრძელონ და ახლო მომავალში სპორტული ღონისძიებებიც გამართონ. ამასთან, World Rugby დახმარების ხელს გაუწვდის „ექვსი ერისა“ და...
ვითომ ეს უშველის…
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რაგბის კავშირს მაინც მოუწია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება – საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსმა კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა, მათ შორის სპორტშიც და ცხადია, გვერდი არც რაგბს აუარა. აგერ, „ექვსი ერის“ ჩემპიონატი საერთოდაც შემოდგომაზე დასრულდება, რადგან ამ ტურნირის მონაწილე იტალია ხსენებული ვირუსული ინფექციის გავრცელების უმთავრესი წყაროა და...
კორონაინგლისი
ბრიტანეთის სპორტისა და მაუწყებლობის ბოსები ორშაბათს ლონდონში არიან დაბარებულები. მთავრობამ დიდი თათბირი დაგეგმა. კორონავირუსს უნდა მოუხერხონ რამე. ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივი სპორტული ღონისძიებების მომწყობებს აქა-იქ კი ხვდებოდნენ და რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ ახლა უკვე მსხვილ თათბირზეა ლაპარაკი. სავარაუდოდ, ყველა სახეობის წარმომადგენელს შეეკითხებიან, რამდენად შეუძლიათ მათ (ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა) იტალიასავით მაყურებლის გარეშე ჩაატარონ შეჯიბრებები. იტალიამ,...
გლადიატორები
აღარ ვაკაკუნებთ! ვაბრახუნებთ! გაგვიღეთ ექვსი ერი! მეტი რა ვქნათ? ვიღას მოვუგოთ, რომ რაგბის მამებმა დააფასონ ქართველების წვლილი საერთაშორისო რაგბში?! სწორედაც წვლილი, რადგან სხვებისთვის თუ ეს პროფესიაა, ჩვენი ბიჭებისთვის უკვე ცხოვრების წესია. აშშ მაგარი გუნდია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სულ რეიტინგის ოცეულშია, მეორე ტაიმში მოგვეძალა, მაგრამ ვერკი გვძლია. მეთექვსმეტე მოთამაშესაც მადლობა – თითქმის სავსე „მიხეილ მესხმა“ ჩვენს...






