დიახ, 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებს კონტინენტზე ბადალი უკვე კარგა ხანია არ ჰყავს. მერე რა, რომ ამ შეჯიბრში რამდენიმე წელია „ექვსი ერის“ ქვეყნები არ მონაწილეობენ?! მოვიდნენ და სცადონ პატარა ბორჯღალოსნებთან რკენა. ბოლო წლებში რომ სცადეს და ცხვირიც წაიტეხეს, იმიტომაც გავიდნენ ევროპის ჩემპიონატიდან და ქართველები უკეთეს შეთხვევაში ესპანელებისა და პორტუგალიელების ამარა დატოვეს…
ამჯერად ტურნირს ჩეხეთმა უმასპინძლა და ფინალში საქართველოს უკვე მესამედ მოუწია პორტუგალიელ ჭაბუკებთან შეხვედრამ. როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენმა 18-წლამდელებმა ამჯერადაც დიდი უპირატესობით მოიგეს – 19:3, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ასე დიდხანს, წესით, აღარ უნდა გაგრძელდეს. ამ ბავშვებს დაბალი დონის მეტოქეებთან თამაში არაფერში ადგებათ, მხოლოდ მოწინააღმდეგე ხეირობს ხოლმე. ამდენად, „ვორლდ რაგბი“ დაგვპირდა, რომ ქართველ ჭაბუკებს უფრო წონად ტურნირში ჩართავს. ვნახოთ…
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 15:0652 ქართველით და ხმაურიანი ტრანსფერებით
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
