ცალი ხელის თითებიც ეყოფა ჩვენი ნაკრების იმ მატჩების ჩამოთვლას, რომლებმაც მსგავსი ემოცია გვაჩუქა. შვედები აშკარად ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ, მაგრამ თავის ზლატანიანად ნირწამხდარებმა დატოვეს ბათუმი. განა რამე რადიკალური მიხდა ჩვენს გუნდში – უბრალოდ, ყველამ ბოლო წამამდე იომა და აღმოვაჩინეთ, რომ შეგვძლებია. ახლა ამ ნაპერწკალს მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. კიდევ ერთი: მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 40 წლის...
Author: გიორგი ნოზაძე
ჩავიმ ბარსაში პუიოლს უხმო
ესპანური საფეხბურთო ფუნქციონერი რამონ პლანესი „ბარსელონაში“ სამი წელია ტექნიკურ დირექტორად მუშაობს და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. ამის მიუხედავად, ის დაუყოვნებლივ წასვლას აპირებს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესია, რომელმაც ტექნიკური დირექტორის პოსტზე კარლეს პუიოლი შეიგულა. ჩავის „ბარსაში“ კიდევ ორი თანაგუნდელის დაბრუნება სურს. მისი გეგმის მიხედვით, ლეო მესი 2023 წელს დაბრუნდება, დანი...
ნიუკასლს ლივერპულის დირექტორი მიჰყავს
ინგლისურ “ნიუკასლში” დიდი ფული გამოჩნდა და ფანტაზიას გასაქანი მიეცა. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს “ლივერპულის” სპორტული დირექტორის, მაიკლ ედვარდსის გადაბირება სურს. ედვარდსი “ლივერპულში” 2016 წლიდან მუშაობს და, შეიძლება ითქვას, ბოლო წლების წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია. ედვარდსის კონტრაქტს მერსისაიდელებთან სეზონის ბოლოს გასდის ვადა. მან უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას და შესაძლოა, იანვარშივე...
მანჩინიმ ლიდერი მოისაკლისა
იტალიის ეროვნულ გუნდს 12 ნოემბერს შვეიცარიასთან, 15 ნოემბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს. ასეთ დროს შეტევის ლიდერი ჩირო იმობილეს ტრავმა რობერტო მანჩინისთვის სერიოზული პრობლემაა. იმობილემ წვივის კუნთი დაიზიანა და უკვე დატოვა საწვრთნელი ბანაკი. მის ნაცვლად „სასუოლოდან“ ჯანლუკა სკამაკა გამოიძახეს. იმობილე იტალიელთა ერთადერთი დანაკლისი როდია. ნიკოლო ბორელა და ჯორჯო კიელინი გუნდთან...
პოგბასთვის წელი დასრულდა
28 წლის პოლ პოგბამ ტრავმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი ბანაკი დატოვა. ფრანგი ნახევარმცველი მანჩესტერში დაბრუნდა, სადაც დეტალურ გამოკვლევებს გაივლის. პირველადი მონაცემებით, მას თეძოს ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული. მსგავსი ტრავმის მკურნალობას და რეაბილიტაციას დაახლოებით 8-10 კვირა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოგბა ახალ წლამდე „მანჩესტერს“ ვეღარაფრით დაეხმარება. მიმდინარე სეზონის 9 შეხვედრაში პოლ პოგბას...
მესისთვის არგენტინა ტრავმაზე მეტია
ლეო მესიმ მუხლისა და ბარძაყის უკანა ზედაპირის დაზიანების გამო პსჟ-ის ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ამის მიუხედავად, 34 წლის არგენტინელი უკვე შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. და ეს იმის მიუხედავად, რომ პსჟ ნაკრებში მისი გამოძახების სასტიკი წინააღმდეგი იყო. არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ლეოს მდგომარეობა გამოიკვლია და დაასკვნა: 13 ნოემბერს ურუგვაისთან მესიმ შესაძლოა არასრული 90...
შევჩენკომ ჯენოა ჩაიბარა
უკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად კვირას დაინიშნა, ორშაბათს დღეს გენუაში ჩაფრინდა და უკვე სამშაბათს პირველ ვარჯიშს უხელმძღვანელებს. მისი წარდგენა და პრესკონფერენცია სტადიონ „ლუიჯი ფერარიზე“ იგეგმება. შევჩენკომ თანაშემწედ წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ტასოტი ჩაიყვანა, რომელიც მას უკრაინის ნაკრებშიც ეხმარებოდა. „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი შევჩენკოს 21 ნოემბერს ჟოზე მოურინიოს...
პიოლის ორი წელი დაუმატეს
იტალიური “მილანი” უახლოეს მომავალში გააფორმებს ახალ კონტრაქტს გუნდის დამრიგებელ სტეფანო პიოლისთან. 56 წლის სპეციალისტის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდიოდა. განახლებული კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება ძალაში. პიოლი ფინანსურადაც იხეირებს. მისი წლიური ხელფასი 2-დან 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება (პრემიების და დანამატების გარეშე). გუშინ “მილანმა” თანაქალაქელ “ინტერთან” 1:1 ითამაშა, 32 ქულა გაუხდა და ლიდერ “ნაპოლის” ისევ გაუტოლდა....
პირველი ავტოგოლი ისტორიაში
ინგლისური პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველი ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა კოტ დ’ივუარელმა ნახევარმცველმა ერიკ ბაილიმ მე-7 წუთზე ჩაჭრა. ფაქტი ისტორიულია, რადგან „მანჩესტერის“ კარში დერბის ფარგლებში ავტოგოლი პირველად გავიდა. მეორე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „ქალქელმა“ ბერნარდუ სილვამ გაიტანა.
ჟირუ ბენზემას გამო გაიბუტა
„მილანის“ ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ფრანგულ მედიასთან იმაზე ისაუბრა, რომ ნაკრებში „რეალის“ ფორვარდის – ქარიმ ბენზემას დაბრუნების შემდეგ, მას აღარ იძახებენ. „როგორც ყველა, ნაკრებში გამოძახებულთა სიას მეც მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ ვიგებ. განა ვინ ვარ, რომ მწვრთნელმა ამის შესახებ წინასწარ მაცნობოს, თუმცა ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებაში დიდიე დეშამი ასე აკეთებდა ხოლმე. ნაკრებში ბენზემას დაბრუნებამ შეცვალა საფრანგეთის ნაკრების...









