ინგლისურ “ნიუკასლში” დიდი ფული გამოჩნდა და ფანტაზიას გასაქანი მიეცა. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს “ლივერპულის” სპორტული დირექტორის, მაიკლ ედვარდსის გადაბირება სურს. ედვარდსი “ლივერპულში” 2016 წლიდან მუშაობს და, შეიძლება ითქვას, ბოლო წლების წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია.
ედვარდსის კონტრაქტს მერსისაიდელებთან სეზონის ბოლოს გასდის ვადა. მან უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას და შესაძლოა, იანვარშივე მისცენ წასვლის საშუალება. რაც შეეხება ედვარდსის “სენტ ჯეიმსის პარკზე” გადაბარგებას, ეს აბსოლუტურად რეალური ვარიანტია. ედი ჰაუ და მაიკლ ედვარდსი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ამ თემაზე ისაუბრეს. მათ თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვთ – 2000-იანი წლების დაწაყისში “პორტსმუთში” ერთად მუშაობდნენ.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
