გარეთ საუთგეიტი გადადგა. პირველი, ვინც დღეს ინგლისში ნაკრების მწვრთნელის თავისუფალ სკამზე ახსენდებათ არის ედი ჰაუ, რომელმაც წიგნი დაწერა სადაც არ მალავს, რომ „სამი ლომის” თავკაცობაზე ოცნებობს. ეს წიგნი დახლებზე აგვისტოში დაიდება. ინტერვიუში, რომელიც საუთგეიტის გადადგომამდე გამოქვეყნდა „ნიუკასლ იუნაიტედის” თავკაცმა თქვა: „მინდა თუ არა ნაკრების მწვრთნელობა? დიახ, მინდა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ მოსახდენი აუცილებლად...
ჭდე: ედი ჰაუ
ნიუკასლი ისევ სერია A-კენ იყურება
ცნობების თანახმად, „ნიუკასლმა” „ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ კლუბისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა. ედი ჰაუ მოწადინებულია ამ ზაფხულს, ჩემპიონთა ლიგაში ნანატრი დაბრუნების წინ შემადგენლობა გააძლიეროს. „კაჭკაჭებმა” „მილანიდან” 55 მილიონ გირვანქად უკვე შეიძინეს ჩამშლელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი, მაგრამ ჰაუს თავდამსხმელის დამატება უნდა და როგორც გაირკვა, ყველაზე დიდი სატრანსფერო მიზანი კვარაცხელი ყოფილა. იტალიური გაზეთის „კორიერე დელო სპორტის” თანახმად...
მოუს გაკაჭკაჭებას უპირებენ
„ნიუკასლის“ მფლობელებს მთავარ მწვრთნელად თურმე ჟოზე მოურინიუს ხილვა სურთ. ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 59 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „კაჭკაჭების“ თავკაცად იხილონ. არადა, გუნდის ახლანდელი მწვრთნელი ედი ჰაუ საკუთარ საქმეს ჩინებულად უძღვება – „ნიუკასლი“ გავარდნას გადაარჩინა და თავი გულშემატკივრებსაც შეაყვარა. ინგლისური ლიგა მოურინიოსთვის უცხო არ იქნება. პორტუგალიელი ლონდონის „ჩელსის“ ორჯერ წვრთნიდა და „არისტოკრატებთან“ ერთად სამჯერ აქვს...
ნიუკასლმა მანჩესტერს აჯობა
როგორ მოახერხა „ნიუკასლმა“ „მაჩესტერ იუნაიტედთან“ ვერ-მოგება, სამუდამოდ უცნობი დარჩება. არადა, ლაპარაკია გუნდზე, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების პირასაა და თუ საუდელმა პატრონებმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი ფული არ მიაყარეს, გაისად სუპერგუნდის ჩამოყალიბებას ვინ ჩივის, პრემიერლიგაში დაბრუნება ექნებათ საწვალებელი. მაგრამ, მსაჯმა ჩასტვინა, თამაში დაიწყო და „კაჭკაჭებმა“ სახელოვანი სტუმარი ლამის საკუთარი კარის ძელებს მიაჭედეს. ამ შეხვედრაში ერთმანეთს დაემთხვა...
ნიუკასლი გამდიდრდა, მაგრამ ლივერპული იგებს
„ნიუკასლი“ რომ გამდიდრდა ყველამ იცის. მალე „კაჭკაჭები“ ალბათ კილიან მბაპესა და მსგავს გალაქტიკოებზე დაიწყებენ ნადირობას, მანამდე კი ჯონჯო შელვი და მისი ჯანი. „კაჭკაჭების“ ნახევარმცველმა, რომელიც ადრე „ლივერპულშიც“ თამაშობდა, „ენფილდ როუდზე“ ჩინებული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე… შეცდა და მო სალაჰს შეხვედრის გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცა. დღეს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო პრემიერლიგა ლამისაა გაჩერდეს, შეხვედრის პირველმა...
კორონამ ნიუკასლში დებიუტი ჩაშალა
„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ედი ჰაუ თავის პირველ თამაშს სასტუმროდან გაუძღვება, რადგან covid 19 აიკიდა და ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ის „ბრენტფორდთან“ მატჩამდე ყველა ფეხბურთელს ონლაინ ინდივიდუალურად გესაუბრება და შეხვედრის მსვლელობისას ასისტენტებთან, ჯეისონ ტინდალსა და გრემ ჯონსთან მუდმივი კავშირი ექნება. ჰაუ უკვე 12 დღეა, რაც „კაჭკაჭების“ თავკაცია და სასტუმროში ცხოვრობს. მან ბოლო...
ნიუკასლს ლივერპულის დირექტორი მიჰყავს
ინგლისურ “ნიუკასლში” დიდი ფული გამოჩნდა და ფანტაზიას გასაქანი მიეცა. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს “ლივერპულის” სპორტული დირექტორის, მაიკლ ედვარდსის გადაბირება სურს. ედვარდსი “ლივერპულში” 2016 წლიდან მუშაობს და, შეიძლება ითქვას, ბოლო წლების წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია. ედვარდსის კონტრაქტს მერსისაიდელებთან სეზონის ბოლოს გასდის ვადა. მან უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას და შესაძლოა, იანვარშივე...
ქერის ორმოში ედი ჰოუი ჩავარდა
43 წლის ედი ჰოუი „ნიუკასლ იუნაიტედს“ ორწელიწადნახევრიან თანამშრომლობაზე შეუთანხმდა. მას „ბორნმუთიდან“ წასვლის შემდეგ არსად უმუშავია. ეს ამბავი კი ორი სეზონის წინ მოხდა, როდესაც „ბორნმუთი“ პრემიერლიგიდან გავარდა. ამრიგად, მას მერე, რაც „კაჭკაჭები“ საუდელებმა იყიდეს, გუნდის პირველი თავკაცი ვინმე სახელოვანი მწვრთნელი კი არა, სწორედ ჰოუი გახდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ედი ჰოუი კლუბის წინა ხელმძღვანელობასაც ჰყავდა მიზანში...







