გარეთ საუთგეიტი გადადგა. პირველი, ვინც დღეს ინგლისში ნაკრების მწვრთნელის თავისუფალ სკამზე ახსენდებათ არის ედი ჰაუ, რომელმაც წიგნი დაწერა სადაც არ მალავს, რომ „სამი ლომის” თავკაცობაზე ოცნებობს. ეს წიგნი დახლებზე აგვისტოში დაიდება.
ინტერვიუში, რომელიც საუთგეიტის გადადგომამდე გამოქვეყნდა „ნიუკასლ იუნაიტედის” თავკაცმა თქვა: „მინდა თუ არა ნაკრების მწვრთნელობა? დიახ, მინდა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ მოსახდენი აუცილებლად მოხდება. თუ ნაკრების თავკაცობა მიწერია, მივიღებ ამ თანამდებობას, ხოლო თუ არ მიწერია, ვერ მივიღებ და ეს იქნება. გარეთის დიდი გულშემატკივარი გახლავართ. მან ინგლისის ნაკრებისთვის საოცარი საქმეები გააკეთა”.
წიგნში Cheers to 50 Years ჰაუი წერს: „ბავშვობაში გამორჩევით ინგლისის ნაკრები მიყვარდა. პარკში გავდიოდი და წარმოვიდგენდი, რომ გარი ლინეკერი ვიყავი. ვეთაყვანებოდი ლინეკერს, ის ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო. ვიცოდი რომ გოლები ვერ გამქონდა, მაგრამ ძალიან ვინდომებდი და… საბოლოოდ მცველი გამოვედი. ჩემი ქვეყნისა და ნაკრებისთვის გული ყოველთვის განსაკუთრებით მიძგერდა”.
ჰაუი 46 წლისაა. მას „ნიუკასლის” გულშემატკივრები ეთაყვანებიან, მაგრამ ბუქმეიქერებს ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიაჩნიათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
