ფორმულა 1-ს სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპიღა დარჩა და მაქს ფერსტაპენი 12 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. კიდევ უფრო დიდია მისი ჰანდიკაპი დანარჩენ კონკურენტებთან. ასეთ დროს საქმეში ბინძური მეთოდები ერთვება ხოლმე – ხელოვნური ავარია კონკურენტთან, რაც ორივეს უქულოდ ტოვებს, მაგრამ ჰანდიკაპი ძალაში რჩება. სწორედ ამ ბინძური მეთოდების ეშინია ლუის ჰემილტონს და საკუთარი განცხადებით ერთგვარი პრევენცია გააკეთა. „იმედი...
Author: გიორგი ნოზაძე
ბარსელონა თავდასხმას მანჩესტერში ეძებს
ესპანურმა „ბარსელონამ“ მთავარ მწვრთნელად გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა ჩავი უკვე დაიბევა. ფანებს სჯერათ, რომ ჩავი, რომელიც ფეხბურთელობისას მოედანზე მწვრთნელის მარჯვენა ხელი იყო, მწვრთნელობაში კრუიფის და გვარდიოლას ღირსეული მემკვიდრე გახდება. ახლა „ბარსელონას“ სხვა პრობლემა აქვს – სასწრაფოდ გასაძლიერებელია თავდასხმის ხაზი. კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი უკვე ორჯერ ჩაფრინდა მანჩესტერში. მისი სამიზნე „სიტიდან“ რაჰიმ სტერლინგი და „მანჩესტერიდან“ ედინსონ კავანი...
ჩავი ბარსას ხვალ ჩაიბარებს
ჩავი ყატარული “ალ სადიდან” წამოვიდა და “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა ოფიციალურად ხვალ, პარასკევს გამოცხადდება. “ბარსელონამ” ყატარში მთელი დელეგაცია მიავლინა კლუბის ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს მეთაურობით. მას კლუბის დირექტორი მატეო ალემანიც ახლდა. შეიხებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რაშიც დიდი როლი თავად ჩავიმ ითამაშა – ის პირადად იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩავის დებიუტი “ბარსას”...
ბაიერნმა პსჟ გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “ბენფიკა” 5:2 გაანადგურა. აბა, გამოიცანით, ვინ შეასრულა ჰეთ-თრიქი? რა თქმა უნდა, ლევანდოვსკიმ, რომელსაც თითო გოლით გნაბრი და სანე “წაეხმარნენ”. ჯამურად ამ ოთხ შეხვედრაში გერმანელებმა 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღეს. ამით “ბაიერნმა” ფრანგული პსჟ-ის რეკორდი გაიმეორა. პარიზელებმა სალიგო ოთხ შეხვედრაში 17 გოლი 2017/2018...
რონალდუ მწვრთნელზე მეტია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს “ატალანტას” წყვილი გოლი ორივე ტაიმის დამატებულ წუთებზე გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ეს პორტუგალიელის 126-ე და 127-ე “მანჩესტერული” გოლები იყო. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. ნორვეგიელი “მანჩესტერის” ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და 126 გოლის გასატანად 366 მატჩი დასჭირდა, 36 წლის პორტუგალიელმა...
ზლატანი ბათუმში მოდის
შვედეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ესპანეთთან და საქართველოსთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახა. განაცხადში მოხვდა 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. უბერებელი შვედი მიმდინარე სეზონის სტარტზეც ამტკიცებს, მისთვის ასაკი მხოლოდ საპასპორტო მონაცემია და მეტი არაფერი. ზლატანი ნებისმიერი მეტოქისთვის და მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ვარსკვლავის კიდევ...
მესი თამაშგარეთ დარჩა
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს გერმანულ „ლაიფციგთან“ გასამართი მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი გაასაჯაროვა. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი. ოფიციალური ვერსიით, 34 წლის არგენტინელმა „ლილთან“ შეხვედრაში (2:1) სერიოზული დისკომფორტი განიცადა და მაურიციო პოჩეტინომ გართულების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა. ამას გარდა, ლეოს მუხლთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ლეო...
პსჟ სერხიო რამოსს უშვებს
გასულ ზაფხულს 35 წლის ესპანელი მცველი პარიზში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მაგრამ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ამის მიზეზი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტრავმებია. სერხიო ძალიან ჩქარობს მწყობრში ჩადგომას და არ ასრულებს მკურნალობის კურსს, რასაც ახალი ტრავმები მოსდევს. სერხიო რამოსის მუდმივად ლაზარეთში ყოფნა პსჟ-ისთვის მეტისმეტი ფუფუნებაა და როგორც Le Parisien იუწყება, ალბათ კონტრაქტს გაუწყვეტენ.
კონტემ ტოტენჰემს პირობები დაუთქვა
წარსულში „ინტერის“, „ჩელსის“ და „იუვენტუსის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ ის პირობები გააჟღერა, რომელთა სანაცვლოდაც ლონდონურ „ტოტენჰემში“ მუშაობას დათანხმდება: 3-წლიანი კონტრაქტი წლიურად 15 მილიონი ევრო ხელფასით და 3-4 ტოპ-ტრანსფერი ზამთრის პაუზისას. მედიაში ისიც ითქვა, კონტეს „მანჩესტერი“ უფრო ესიმპათიურება და სულშერის მოხსნას ელისო, მაგრამ არ ხსნიან და რა ექნა?! ამ წუთისთვის „ტოტენჰემი“ 10 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მხოლოდ მერვე,...
ნედვედმა ბოდიში მოიხადა
ტურინის „იუვენტუსში“ სერიოზული პრობლემებია. ბოლო ტურში ტურინელები საკუთარ „ალიანც-იუვენტუსზე“ 1:2 დამარცხდნენ „სასუოლოსთან“. დამამცირებელმა შედეგმა გააცოფა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, რომელმაც ბოლო წუთებზე კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის უღრიალა და ტრიბუნა დატოვა. „წარმოუდგენელია ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი გეკავოს მხოლოდ კლუბის პრეზიდენტთან მეგობრობის გამო. მფლობელები ამას არ დაუშვებენ. მე მუდმივად ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. ისიც ვიცი, რომ ყოველთვის სამაგალითოდ ვერ...









