„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს გერმანულ „ლაიფციგთან“ გასამართი მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი გაასაჯაროვა. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი.
ოფიციალური ვერსიით, 34 წლის არგენტინელმა „ლილთან“ შეხვედრაში (2:1) სერიოზული დისკომფორტი განიცადა და მაურიციო პოჩეტინომ გართულების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა.
ამას გარდა, ლეოს მუხლთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
ლეო მესის გარდა „ლაიფციგთან“ მატჩში პსჟ-ს ვერ დაეხმარებიან მარკო ვერატი და ლეანდრო პარედესი. ისევ არ იქნება სერხიო რამოსი, რომელსაც პერმანენტული ტრავმების გამო ჯერ პსჟ-ში დებიუტიც არ ჰქონია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
