ნედვედმა ბოდიში მოიხადა

Home აქეთურ-იქითური ნედვედმა ბოდიში მოიხადა
ნედვედმა ბოდიში მოიხადა

See the source imageტურინის „იუვენტუსში“ სერიოზული პრობლემებია.

ბოლო ტურში ტურინელები საკუთარ „ალიანც-იუვენტუსზე“ 1:2 დამარცხდნენ „სასუოლოსთან“. დამამცირებელმა შედეგმა გააცოფა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, რომელმაც ბოლო წუთებზე კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის უღრიალა და ტრიბუნა დატოვა.

„წარმოუდგენელია ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი გეკავოს მხოლოდ კლუბის პრეზიდენტთან მეგობრობის გამო. მფლობელები ამას არ დაუშვებენ. მე მუდმივად ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. ისიც ვიცი, რომ ყოველთვის სამაგალითოდ ვერ ვიქცევი და ბოდიშს ვიხდი. რა ვქნა – ასეთი ხასიათი მაქვს. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებოდი „იუვესთვის“ და ამის შემდეგაც ასე იქნება“, – თქვა პაველ ნედვედმა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".