დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოს“ ფანებს გამოუცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ.
„როხიბლანკომ“ „ხეტაფეს“ დრამატულ შეხვედრაში 4:3 მოუგო. ეს იყო გიჟური მატჩი, რომლის პირველ ტაიმში ექვსი გოლი გავიდა და ლუის სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა.
„ატლეტიკო“ ჯერ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 2:3-ს აგებდა, 45+4 წუთზე გაქვითა, საბოლოოდ კი მოიგო. „მატრასების მკერავებმა“ გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს.
58-ე წუთიდან სიმეონეს გუნდი კაცნაკლული იყო მოედანზე. ფელიპემ უხეშობის გამო პირდაპირი წითელი მიიღო.
დღეისათვის „ატლეტიკო“ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე დიეგო სიმეონემ თქვა: „ჩვენ ხან ჩავარდნა გვაქვს და ხან აღმავლობა. არ გვინდა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის მიღმა რომ დავრჩეთ. ჩვენი რეალობა სწორედ ეს არის — ოთხეულში შესვლა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და მოგვწონს თუ არა, ამ მიზანს უნდა შევეგუოთ“.
ახლა ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ „ლევანტესა“ და „ოსასუნასთან“ აქვს სათამაშო, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ელის გამოცდა.
https://www.youtube.com/watch?v=wn23d7_J33c
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
