… ან მაშინ როგორ მოახერხა, ან – ახლა?

Home აქეთურ-იქითური … ან მაშინ როგორ მოახერხა, ან – ახლა?
… ან მაშინ როგორ მოახერხა, ან – ახლა?

Лудост! Слабак размаза могъщия Байерн и върна интригата„ბოხუმი“-„ბაიერნი“ 4:2… რამდენს ნიშნავს მანუელ ნოიერი. მისი არყოფნა წამალივით იყო მასპინძლებისთვის.

წუხელ მიუნხენელებისთვის კარგი არაფერი მომხდარა, გარდა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მიღწევისა. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა და კარიერაში 600 გოლი მოუგროვდა.

პოლონელს აქედან 331 ბურთი „ბაიერნის“ მაისურით გაუტანია, 103 ბურთი „დორტმუნდში“ ჰქონდა შეგდებული, დანარჩენები – პოლონეთში.

გოლების მანქანაა ეს კაცი. შაბათს კი „ბაიერნმა“ ბოხუმში ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა, რაც ბოლო 47 წლის განმავლობაში ბუნდესმასშტაბით არ მომხდარა, 1975 წელს „ბაიერნმა“ როგორღაც მოახერხა და „აინტრახტთან“ 0:6 წააგო, ხუთი გოლი კი ერთ ტაიმში გაუშვა.

ისე, საოცარია, იმ „ბაიერნმა“ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და 0:6 როგორ დაემართა?!

 

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ