კიერან ტრიპიერმა პოდკასტში True Geordie თქვა, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ფეხბურთელებისთვის „დილა მშვიდობისა“-ს თქმა აკრძალული ჰქონდა. ინგლისის ნაკრების მცველი, რომელიც ამ ზამთარს „ვანდა მეტროპოლიტანოდან“ „სენტ ჯეიმსის პარკზე“ ანუ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადავიდა, „ატლეტების“ შემადგენლობაში ორწელიწადნახევარი გამოდიოდა. 2021 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი გახდა. საჩემპიონო სეზონში ტრიპიერმა სასტარტო შემადგენლობაში ოცდარვაჯერ ითამაშა და 6 საგოლე პასი შეასრულა.
„შარშან, შობის შემდეგ, მწვრთნელმა „დილა მშვიდობისა“-ს თქმა აგვიკრძალა. ფეხბურთელებს, ფიზიოთერაპევტებს და საერთოდ ყველას ყოველ დილით ერთმანეთისთვის სალმის ნაცვლად უნდა გვეთქვა: ჩვენ ჩემპიონები გავხდებით. კლუბის ყველა თანამშრომელი ვალდებული იყო სამსახურში „ატლეტიკოს“ ფორმით მისულიყო“.
და „ატლეტიკო“ მართლაც გახდა ლა ლიგის ჩემპიონი. გუნდმა ჩემპიონობა ბოლო ტურში მოიპოვა, როდესაც „ვალიადოლიდთან“ 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა და 2:1 გაიმარჯვა. ეს გახლდათ „მატრასების მკერავთა“ პირველი ტიტული ბოლო შვიდ წელიწადში.
კიერან ტრიპიერი „ატლეტიკოში“ 2019 წელს „ტოტენჰემ ჰოთსფურიდან გადავიდა“. მაშინ, მისი ნაბიჯი ინგლისში ყველას ეუცნაურა.
„მადრიდში მიღებულმა გამოცდილებამ სრულიად შემცვალა და ეს მთლიანად მწვრთნელის დამსახურება იყო. ყველამ ვიცით როგორ იქცევა ის მოედნის კიდესთან მატჩის მსვლელობის დროს. მერწმუნეთ, ზუსტად ასეთივეა სიმეონე ვარჯიშების დროსაც“, — თქვა ტრიპიერმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
