თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი ახლახანს გააფორმა და უკვე გაჩნდა ხმები, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს.
შენგელიასა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე, რის შემდეგ 30 წლის კალათბურთელი ესპანეთში დაბრუნდება.
„ბარსელონასთან“ კონტრაქტი კი, ხანგრძლივი იქნება. შენგელია ბოლონიელებს მოსკოვის ცსკა-დან შეუერთდა, სადაც 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა.
მანამდე კი, „ბასკონიაში“ ირიცხებოდა და ბოლო ესპანურ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს „ვალენსიაში“, ბელგიურ „შარლერუასა“ და „პეპინსტერში“, ასევე NBA-ში – „ბრუკლინ ნეტსსა“ და „ჩიკაგო ბულსში“ უთამაშია.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
