ჩემპიონთა ლიგაში „ლაიპციგთან” მეოთხედფინალურ მატჩამდე ოთხი დღით ადრე, „ატლეტიკოში” covid 19-ის ორი შემთხვევა დადასტურდა. დიეგო სიმეონეს გუნდი ლისაბონში ხუთშაბათს თამაშობს. ორმა დადებითმა ტესტმა მადრიდელებს მზადების გეგმა აურია, რადგან დაავადებულები ახლა ვარჯიშებს უნდა გამოაკლდნენ და შინ დარჩნენ. მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ AS-მა დაწერა, რომ ისინი ფეხბურთელები არიან. „ატლეტიკო” პორტუგალიის დედაქალაქში დღეს საღამოს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ...
ჭდე: დიეგო სიმეონე
მამასთან უნდა
იტალიური „კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე არც მალავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, მადრიდულ კლუბს მამამისი დიეგო უდგას სათავეში. უმცროსი სიმეონეს თქმით, ეს სულაც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. „მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაში ჩემი იცნებაა. ბავშვობიდან ვქომაგობ ამ გუნდს და სულ მინდოდა მისი წევრობა. ახლა იქ მამაჩემია მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სურვილი არ გადამივლის....
გრიზმანი უკომენტაროდ
„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ (2:2) მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ჟურნალისტმა მისი ყოფილი ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის შესახებ ჰკითხა, მაგრამ სიმეონემ კი… გზა გააგრძელა… „უკომენტაროდ“, – ესღა თქვა დიეგო სიმეონემ, არადა იქამდე ენაწყლიანი იყო.. შეგახსენებთ, გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014-19 წლებში თამაშობდა და „ბარსელონაში“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. „ალეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ესპანეთის...
ორჯერ მეტი დიეგო…
ფრანგული ეკიპის ცნობით დიეგო სიმეონე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. 49 წლის არგენტინელს მადრიდის „ატლეტიკო“ წელიწადში 43,6 მილიონ ევროს უხდის… ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას მონაგარი (23,4 მილიონი). შემდეგ მოდიან ლივერპულელი იურგენ კლოპი და „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიუ 17,5 მილიონით. მეხუთეზე „რეალის“ ზინედინ ზიდანია „სულ რაღაც“ 16,8 მილიონით. ცოტა არ იყოს, უცნაურად...
ვერავინ ვერაფერს მიხვდა
„ბარსელონამ” „ლევანტესთან” 1:3 წააგო. ამ მწარე დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებმა მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადადგომაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ბასკმა უპასუხა, რომ „ბარსას” დატოვებას არ აპირებს. „გადადგომაზე არ ვფიქრობ, — თქვა ვალვერდემ, — ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა და საკუთარ თავს ვკითხოთ რატომ დაგვემართა ეს”. „ბლაუგრანასთვის” მიმდინარე ჩემპიონატში ეს გახლდათ მესამე დამარცხება „კამპ ნოუს” გარეთ, სტუმრად. ესპანეთის ჩემპიონის ახალწვეული...
აგინა და შერჩა
AS წერს, რომ შარშან „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფისთვის დიეგო კოშტას რვათამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო 2015 წელს, ჟერარდ პიკე „ბარსა” – „ატლეტიკის” შეხვედრაში არბიტრის დედის გინებისთვის ოთხი თამაშით დაისაჯა. მაშ, რატომ შერჩა ხახვივით სერხიო რამოსს შაბათს, მადრიდულ დერბიში, თანამსაჯის ლანძღვა? რამოსს უთქვამს „ის ბოზი, ვინც შენც მუცლით გატარაო”… ეს ამბავი „ატლეტიკოს” სათადარიგოთა სკამთან მოხდა და თვით...
ვინ ვის რა და რატომ აჩვენა
„აი, რატომ შემიძინა „იუვენტუსსმა”! მე მას ამგვარი ჯადოსნური საღამოების მოწყობაში უნდა დავეხმარო. ჩვენ საგანგებო ღამე გვჭირდებოდა და ინებეთ! ის ჯადოსნურია არა მარტო ჩემი გოლების, არამედ მთელი გუნდის თამაშის გამო”, — თქვა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოს” კარში სამი გოლის გოლის გატანის შემდეგ. „ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში „იუვენტუსს” 2:0 მოუგო, მაგრამ საპასუხო მატჩი „ბებერი ქალბატონის”...
გამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები
დიეგო სიმეონე ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს თავის ფეხბურთელებს ვერ დაუკავშირდება — ასეთია უეფას ვერდიქტი. ლაპარაკია ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ თამაშზე, რომელიც მომდევნო კვირაში მადრიდში გაიმართება. მიზეზი გეხსომებათ, პირველი მატჩის მე-12 წუთზე ფიცხმა არგენტინელმა თავი ვერ მოთოკა და ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა ის მოედნის კიდიდან გააძევა. პრემიერლიგის წესებისგან განსხვავებით, უეფას კანონთა თანახმად დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს სტადიონის ტერიტორიაზე მოთამაშეებთან...
ბარსელონას მოგებული ფრე
„მესის „ატლეტიკოს” ფორმა რომ ცმოდა, 1:0-ს ჩვენ მოვიგებდით” — თქვა „კამპ ნოუზე” გამართული მატჩის შემდეგ მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ. „ბარსას” ლიდერმა პირველ ტაიმში საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომლის წყალობითაც მასპნძლებმა გაიმარჯვეს, მდევარი 3 ქულით ჩამოიტოვეს და ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს. „თანაბარი შეხვედრა იყო, — განაგრძო „რივერ პლეიტის” ყოფილმა თავკაცმა, — პირველ ტაიმშიც მონდომებით...








