„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ (2:2) მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ჟურნალისტმა მისი ყოფილი ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის შესახებ ჰკითხა, მაგრამ სიმეონემ კი… გზა გააგრძელა…
„უკომენტაროდ“, – ესღა თქვა დიეგო სიმეონემ, არადა იქამდე ენაწყლიანი იყო..
შეგახსენებთ, გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014-19 წლებში თამაშობდა და „ბარსელონაში“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. „ალეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გრიზმანმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და 5-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
