მადრიდის რეალი ყველაფრით უკმაყოფილოა. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც „სამეფო კლუბი“ განმეორებითი მატჩის ჩატარება „მან. სიტისთან“ ნეიტრალურ მოედანზე სურს.
მადრიდელებს აგვისტოში ინგლისში გაფრენა არ სურთ და მიზეზად „ნისლიან ალბიონზე“ ცუდი ეპიდემიური გარემო მოჰყავთ. კლუბის ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობის დაცვით ხსნის.
26 თებერვალს „რეალი“ შინაურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სიტისთან“ 1:2 დამარცხდა.
მეორე პროტესტი ლა ლიგას ეხება: „რეალი“ უკმაყოფილოა ლა ლიგის 33-ე და 34-ე ტურების განრიგთან დაკავშირებით, სადაც სამეფო კლუბს დასვენების საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვს.
„ხეტაფესთან“ და „ბილბაოსთან“ მატჩებს შორის „ბლანკოსს“ დასასვენებლად მხოლოდ 62 საათი ექნება, ხოლო იგივე ტურებს შორის, „ბარსელონას“ 118 საათიანი სხვაობა აქვს.
მადრიდში თვლიან, რომ 62 საათიანი შუალედი თანაც იმ ფონზე, რომ სტუმრად ითამაშებენ, არასამართლიანია.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
