ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11...
ჭდე: ბილბაო
დემბელეს სიცხე ჰქონდა, შევალიე ვერ ითამაშებს
ხვალ „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს ბილბაოში. თუკი დღეს პარიზული გუნდის შესახებ რამეს ლაპარაკობენ, ეს მეკარის ამბავია ― პსჟ-ს კარს ზედიზედ მეორე შეხვედრაში რუსი მატვეი საფონოვი დაიცავს. ლუკა შეავალიე ჯერაც მარჯვენა კოჭის შემაწუხებელ ტკივილს გრძნობს. მას „მონაკოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ლამინ კამარას უხეში ვარდნის გამო ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „რენთან’’ თამაში შევალიემ უკვე გამოტოვა....
ვილიარეალმა ისევ მოიგო
„ვილიარეალმა’’ „ბილბაო’’ 1:0 დაამარცხა და ლა ლიგაში შინ, „ესტადიო დე ლა კერამიკაზე’’ მიჯრით მოგების რაოდენობა რვამდე გაზარდა. ჟორჟ მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ალბერტო მოლეირომ გაიტანა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მწვრთნელმა მარსელინომ მიქაუტაძის შემცვლელზე კანადელ ტანიტოლუვა ოლუვასეიზეც ილაპარაკა, მისი მოედანზე შეშვების მიზეზები განმარტა: „ტანი...
მამარდას ბოლო ამხანაგური
„ლივერპულმა’’ „ბილბაოს’’ ერთ დღეს ორჯერ მოუგო, ჯერ საქართველოს დროით 20 საათიან შეხვედრაში (4:1), შემდეგ კი 23 საათიან შეხვედრაში (3:2). გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდელების კარს მეორე მატჩში (ქვემოთ იხილეთ ვიდეო) იცავდა და ამიტომაც ჩვენ სწორედ მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. „წითლების’’ სამი გოლიდან ერთი მო სალაჰმა გაიტანა, ხოლო ორი კოდი გაკპომ. ბასკური გუნდის გოლების ავტორები გახლდნენ ოიან სანსეტი და...
მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე
„ბილბაომ’’ ალექს ბერენგერის წარმოუდგენელი სილამაზის გოლით ლა ლიგის ოთხეულში ადგილი გაინაღდა, „ვალენსიამ’’ კი რომელიმე ევროთასზე გასვლაზე ოცნებას თავი დაანება. პრინციპში „ღამურებისთვის’’ ეს ამოცანა არც იყო ადექვატური, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდნენ. ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საქმე მეორე ტაიმში გამოუჩნდა. მან ჯერ გორკა გურუზეტას თავური მოიგერია, 72-ე წუთზე კი ბერენგერის საოცარი ტრაქტორიით დარტყმულს...
ქუთაისი ბასკეთში დამარცხდა
ფიბა ევროპის თასის მეხუთე ტურის მატჩში „ქუთაისი“ ესპანეთში, „ბილბაოს“ შეხვდა და 63:91 დათმო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ვიდრე ძალები გასწვდა, მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, მაგრამ ასეთი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა. ქუთაისელებმა მოიგეს. მისასალმებელია, რომ ქართულ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოირჩეოდნენ – გიორგი სულაბერიძისა და ბაქარ ბერეკაშვილის მონდომებით ქუთაისელებმა პირველი პერიოდის ბოლოს მოახერხეს ბილბაოელთა ჩამოტოვება და მცირე შესვენებაზე ორქულიანი...
მამარდაშვილის წინასწარმეტყველება
„ვალენსიამ” „სან მამესზე” უკეთ ითამაშა ვიდრე ვიგოში, მაგრამ ამან ხეირი ვერ მოუტანა. ლა ლიგის მესამე ტურის შემდეგ „შავ-თეთრები” როგორც ქულებით ასევე თამაშის ხარისხით ფსკერზე არიან. გუნდს ბილბაოში თავის დაცვა ჰქონდა დავალებული, რაც ასე აკლდა „სელტასთან”, თუმცა ამჯერად აღარ შეუტევია. „ვალენსიამ” ოთხმოცდაათზე მეტი წუთის განმავლობაში კარში სულ ორჯერ დაარტყა. რაფა მირისა და უგო დუროს წყვილი არ...
ბარსელონას ნიკო შორდება
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ კატალონიური კლუბი ყოველდღიურად უფრო შორდება „ბილბაოს“ გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენის შესაძლებლობას. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მასზე ოჯახისა და ბასკური კლუბის ზეწოლის გამო გართულდა. უილიამსმა თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, დარჩეს ახლანდელ კლუბში. გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 48 მატჩში ითამაშა, 10 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა...
ესპანეთის საუკეთესო მეკარე ოთხი თვე არ იქნება
„ბილბაო” სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და მას უნაი სიმონი ჰქვია. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, რომელიც ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა, ოპერაცია გაიკეთა. მას სურდა მოეშუშებინა ტრავმა, რომელიც კარგა ხანია აწუხებს. ესპანური მედია წერს, რომ სიმონი ვერ დაესწრება ცერემონიალს, რომელზეც მისთვის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი უნდა გადაეცათ. „ბილბაოს” კარის დაცვაც სხვას, თეორიულად 24 წლის იულენ აგირესაბალას მოუწევს,...
რეზინის მამარდა
„მამარდაშვილი კარში დიდებულად იდგა. ბერენგერის დარტყმა დიდებულად მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ყველაფერთან ერთად, ის საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული იყო”, — დაწერა AS-მა „ვალენსიასა” და „ბილბაოს” შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა უგო დუროს გოლით 1:0 მოიგეს. ამ გამარჯვების წყალობით, „ღამურები” ევროთასებზე გამსვლელ ზონას მიუახლოვდნენ — „რეალ სოსიედადთან” სამქულიანი ჩამორჩენაღა აქვთ. „…გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგერია...









