ბალკანური ტურნირების სერიის ჩატარება უცუდესი იდეა აღმოჩნდა. მოწვეულ ჩოგბურთელთა ნაწილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი მასპინძელს – ნოვაკ ჯოკოვიჩსაც დაუდასტურდა. დადებითი პასუხი აჩვენა ნოვაკის ცოლის ტესტმაც.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამ ამბავს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა: “ტურნირის ორგანიზება იმ მომენტში გადავწყვიტეთ, როდესაც ვირუსი უკან იხევდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ არსებულ პირობებში ტურნირის ჩატარება დასაშვები იყო. სამწუხაროდ, ვირუსი არსად წასულა და ეს ახალი რეალობაა, რომელთან შეგუებაც მოგვიწევს. წარმოუდგენლად განვიცდი ინფიცირების თითოეულ შემთხვევას. იმედი მაქვს, ვირუსი არავის ჯანმრთელობას არ შეარყევს და ყველაფერი კარგად იქნება. მე ახლა 14-დღიან თვითიზოლაციაში გადავდივარ. 5 დღის შემდეგ კი განმეორებით ტესტს ჩავიტარებ.”
გუშინ Adria Tour-ის სხვა მონაწილეები, ბულგარელი გროგორ დიმიტროვი, სერბი ვიქტორ ტროიცკი და ხორვატი ბორნა ჩორიჩი დაინფიცირდნენ.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
