ბალკანური ტურნირების სერიის ჩატარება უცუდესი იდეა აღმოჩნდა. მოწვეულ ჩოგბურთელთა ნაწილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი მასპინძელს – ნოვაკ ჯოკოვიჩსაც დაუდასტურდა. დადებითი პასუხი აჩვენა ნოვაკის ცოლის ტესტმაც. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამ ამბავს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა: “ტურნირის ორგანიზება იმ მომენტში გადავწყვიტეთ, როდესაც ვირუსი უკან იხევდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ არსებულ პირობებში ტურნირის ჩატარება დასაშვები იყო. სამწუხაროდ, ვირუსი არსად წასულა და...
