ერთწლიანი პაუზის შემდეგ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე კორტს დაუბრუნდება „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი მეტოქეს ელოდება და მის ვინაობას ფრანგი ჯერემი ჩარდი და ბრიტანელი დანიელ ევანსი გაარკვევენ. როგორც ჩანს, ფედერერი ჩვეულ ფორმაში არ არის და ამას თავადაც აღიარებს. „სასურველ კონდეციებში არ ვარ, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. ტკივილებს ვაკონტროლებ, მაგრამ მთავარია საკუთარ სხეულს...
ჭდე: ბორნა ჩორიჩი
ბასილაშვილი ფედერერისკენ მიდის
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. არადა, გასული წლის მარტის შემდეგ ორად-ორი მოგება იანვარში გამოერია და სულ ეს იყო. დოჰას საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში კი ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი გააკრა კორტს – 2:6, 6:4, 6:2. არადა, ჩვენებურმა ისე დაიწყო, იფიქრებდით, ბოლო დროინდელ „ტრადიციას“ აგრძელებსო. პირველ სეტში 2:6 წააგო და… მეორე სეტიდან კორტზე სხვა ბასილაშვილი იდგა და 6:4...
ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა
ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი. ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა. ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ...
Adria Tour – ახალი კორონა ბომბი
ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩს ეპიდემიოლოგიური ბომბი უწოდეს. მასშტაბებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არანაკლები მოხდა საჩობურთო ტურნირ Adria Tour-ზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით ჩატარდა. დაავადებულთა რიცხვს ერთ-ერთი ხორვატული ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტი მირნა ზიდარიჩი შეემატა. ზადარში გამართულ ტურნირზე ჟურნალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც კორონაზე ტესტი გაიარა და დადებითი პასუხი მიიღო. მოკლედ, Adria...
ნოვაკს ვირუსი დაუდასტურდა
ბალკანური ტურნირების სერიის ჩატარება უცუდესი იდეა აღმოჩნდა. მოწვეულ ჩოგბურთელთა ნაწილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი მასპინძელს – ნოვაკ ჯოკოვიჩსაც დაუდასტურდა. დადებითი პასუხი აჩვენა ნოვაკის ცოლის ტესტმაც. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამ ამბავს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა: “ტურნირის ორგანიზება იმ მომენტში გადავწყვიტეთ, როდესაც ვირუსი უკან იხევდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ არსებულ პირობებში ტურნირის ჩატარება დასაშვები იყო. სამწუხაროდ, ვირუსი არსად წასულა და...
კორტზე კორონაა
როგორც კი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩოგბურთში რეგულაციები შემცირდა, მოწყენილმა ჩოგბურთელებმა ტურნირები „მოსცხეს“. უფრო სწორად, ნოვაკ ჯოკოვიჩმა Adria Tour-ის მოწყობა ითავა და ტოპ-მეჩოგნეები მიიწვია… 13-14 და 20-21 ივნისს ბელგრდსა და ზადარში საგამოფენო ტურნირები გაიმართა. Adria Tour საზოგადოებრივი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან ჩოგბურთელები არც თუ კარგად იცავდნენ რეგულაციებს – არ იცავდნენ დისტანციას და ტრიბუნებზე მაყურებლები გვერდი-გვერდ ისხდნენ....
ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია
ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია. მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!!...
ნიკა ბუდაპეშტის დასაცავად
უნგრეთის დედაქალაქი ATP-250 კატეგორიის ტურნირს მასპინძლობს. იქაა ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა მარინ ჩილიჩის, ბორნა ჩორიჩის და მარკო ჩეჩინატოს შემდეგ ტურნირის მეოთხე ნომერია და თამაშს პირდაპირ მერვედფინალიდან იწყებს. ნიკამ პირველი ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოს, რათა შარშან ბუდაპეშტშივე მეოთხედფინალში გასვლისთვის მიღებული ქულები არ ჩამოაკლდეს. შარშანდელი მეოთხედფინალი ბასილაშვილმა ანდრეას სეპისთან დათმო. რაც შეეხება წლევანდელ პირველ მეტოქეს,...
N17. ბასილაშვილი
საჩოგბურთო ამქარმა ოკეანე გადალახა და ამერიკულ ინდიან უელსში დაბანაკდა. მასტერსის სერიის ეს ტურნირი ATP-1000 კატეგორიისა. მასში 96 მამაკაცი მონაწილებს და საუკეთესო 32 პირდაპირ მეორე წრიდან ერთვება ასპარეზობაში. ბუნებრივია, პრივილეგირებულთა შორისაა მსოფლიოს 18-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-17 ნომრად განთესეს. მეორე წრეში ნიკას მეტოქე ფრანგ ბენუა პაირესა და საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულის შეხვედრაში გაირკვევა. 29 წლის...








