ნიკა ბუდაპეშტის დასაცავად

Home აქეთურ-იქითური ნიკა ბუდაპეშტის დასაცავად
ნიკა ბუდაპეშტის დასაცავად

უნგრეთის დედაქალაქი ATP-250 კატეგორიის ტურნირს მასპინძლობს. იქაა ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა მარინ ჩილიჩის, ბორნა ჩორიჩის და მარკო ჩეჩინატოს შემდეგ ტურნირის მეოთხე ნომერია და თამაშს პირდაპირ მერვედფინალიდან იწყებს. ნიკამ პირველი ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოს, რათა შარშან ბუდაპეშტშივე მეოთხედფინალში გასვლისთვის მიღებული ქულები არ ჩამოაკლდეს.

შარშანდელი მეოთხედფინალი ბასილაშვილმა ანდრეას სეპისთან დათმო. რაც შეეხება წლევანდელ პირველ მეტოქეს, ის გერმანელი პეტერ გოჟოვჩიკისა და სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჰარისის დაპირისპირებაში გაირკვევა. ბუდაპეშტის ტურნირის საპრიზო ფონდი 524 ათასი დოლარია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".