როლან გაროსის მერვედფინალების მეორე დღეს ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: რუსმა დანილ მედვედევმა ხორვატ მარინ ჩილიჩთან სამ სეტში უშანსოდ წააგო – 2:6; 3:6; 2:6; ბერძენი სტეფანოს ციციპასი კი 19 წლის დანიელ ჰოლგერ რუნთან ოთხ სეტში დამარცხდა 7:4; 3:6; 6:3; 6:4. რუნი მეოთხედფინალში კიდევ ერთ სკანდინავიელს, ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება, ვინაც ოთხ სეტში პოლონელი ჰურკაჩი დაამარცხა –...
ჭდე: მარინ ჩილიჩი
ამერიკას მუზარადიანები აკლდებიან
2020 წლის US Open-დან ხორვატი მარინ ჩილიჩიც გავარდა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის ღია პირველობას ერთადერთი ჩოგბურთელი შემორჩა, რომელსაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი აქვს მოგებული – სადღეისოდ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ჩილიჩმა US Open 2014 წელს მოიგო, წლეულს კი მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა, სადაც ავსტრიელ დომენიკ ტიმთან 2:6, 2:6, 6:3, 3:6 დათმო. მანამდე იგივე დაემართა „დიდი მუზარადის“...
სასამართლოს ნაცვლად კორტზე
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ის მასალები, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომის გახსნა შესაძლებელი გახდებოდა, ბრალდების მხარემ დათქმულ ვადაში ვერ შეაგროვა. შეგახსენებთ, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში სდებს ბრალს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამის მტკიცებულებები არ აქვს… ამასობაში თავად ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ პირველი შეჯიბრისთვის ემზადება....
ნიკა ბუდაპეშტის დასაცავად
უნგრეთის დედაქალაქი ATP-250 კატეგორიის ტურნირს მასპინძლობს. იქაა ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა მარინ ჩილიჩის, ბორნა ჩორიჩის და მარკო ჩეჩინატოს შემდეგ ტურნირის მეოთხე ნომერია და თამაშს პირდაპირ მერვედფინალიდან იწყებს. ნიკამ პირველი ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოს, რათა შარშან ბუდაპეშტშივე მეოთხედფინალში გასვლისთვის მიღებული ქულები არ ჩამოაკლდეს. შარშანდელი მეოთხედფინალი ბასილაშვილმა ანდრეას სეპისთან დათმო. რაც შეეხება წლევანდელ პირველ მეტოქეს,...



