დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ის მასალები, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომის გახსნა შესაძლებელი გახდებოდა, ბრალდების მხარემ დათქმულ ვადაში ვერ შეაგროვა.
შეგახსენებთ, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში სდებს ბრალს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამის მტკიცებულებები არ აქვს…
ამასობაში თავად ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ პირველი შეჯიბრისთვის ემზადება. ეს ვაშინგტონში მოხდება, სადაც სტარტს 500-იანი ტურნირი აიღებს. საკმაოდ პრესტიჟული შეჯიბრია და საპრიზო ფონდი 1.953.285 დოლარს შეადგენს. უკვე წარდგენილი განაცხადით ამერიკულ ჰარდის კორტებზე ითამაშებენ დანილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, დავიდ გოფინი, კარენ ხაჩანოვი, ჯო ისნერი, კევინ ანდერსონი, მილოშ რაონიჩი, მარინ ჩილიჩი, ფელიქს ოჟიე-ალიასიმი…
შეგახსენებთ, მარტის შემდეგ შეწყვეტილი ტურნირების გამო, ასევე მარტამდე ჩოგბურთელებს ქულები დასაცავი არ ექნებათ, მაგრამ მოგროვება კი შეეძლებათ. შარშან ნიკას ამ ტურნირზე არ უთამაშია, ხოლო ჩემპიონი ნიკ კირგიოსი გახდა, რომელმაც ფინალში მედვედევს 7:6, 7:6 მოუგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
