ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი მუზარადის“ 22-გზის გამარჯვებულია და რაფა ნადალთან ერთად თანარეკორდსმენია. ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და ეს მეათედ გააკეთა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია 6:3; 7:6; 7:6 მოუგო. ანგარიშზეც ეტყობა, რომ მატჩი დაძაბული იყო და ორჯერ სეტის გამარჯვებულის გამოვლენას ტაი ბრეიკი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში სულ სამი ბრეიკი გაკეთდა. ჯოკოვიჩმა ერთი პირველ...
ჭდე: სტეფანოს ციციპასი
ავსტრალიაში ნახევარფინალისტები გარკვეულია
ავსტრალიის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის. ნახევარფინალისტები ცნობილია, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ერთეულთა შორის. საინტერესოა, რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა პოლონელი მაგდა ლინეტი. 30 წლის ჩოგბურთელის საუკეთესო მიღწევა, აქამდე მესამე წრე იყო, ახლა კი… მაგდამ მეოთხედფინალში კაროლინა პლიშკოვა 6:3, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში ბელარუს ჩოგბურთელ არინა საბალენკას შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ ხორვატი დონა ვეკიჩი 6:3, 6:2 დაამარცხა....
როლან გაროსი სკანდინავიურად
როლან გაროსის მერვედფინალების მეორე დღეს ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: რუსმა დანილ მედვედევმა ხორვატ მარინ ჩილიჩთან სამ სეტში უშანსოდ წააგო – 2:6; 3:6; 2:6; ბერძენი სტეფანოს ციციპასი კი 19 წლის დანიელ ჰოლგერ რუნთან ოთხ სეტში დამარცხდა 7:4; 3:6; 6:3; 6:4. რუნი მეოთხედფინალში კიდევ ერთ სკანდინავიელს, ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება, ვინაც ოთხ სეტში პოლონელი ჰურკაჩი დაამარცხა –...
ხორვატი სერბს: არ დანებდე !
ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მეორედ აუკრძალეს ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა. Australian Open-ის 9-გზის ჩემპიონი კორონავირუსისგან აცრილი არაა, ავსტრალიური კანონებით კი უცხო ქვეყნიდან აუცრელის შესვლა არ შეიძლება. „ნოლემ“ აპელაცია შეიტანა, რომელსაც კვირას განიხილავენ. ამასობაში კი თითქმის მთელი საჩოგბურთო სამყარო სერბის გარშემო გაერთიანდა, თუმც ზოგი არც მწვადს წვავს, არც – შამფურს… აგერ, მათი კომენტარებიც? ზვერევი „არცთუ სამართლიანია, როცა...
რუსი ბეჭებზეა…
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალშია. წუხელ მან რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა. ჩვენიანს იდეალური სტარტი გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე 2:0 დაწინაურდა. ხაჩანოვი დროულად გამოფხიზლდა, სწრაფად შეასრულა უკუბრეიკი და წონასწორობაც უპრობლემოდ აღადგინა 2:2. სეტის მეორე ნახევარში ბასილაშვილმა უპირატესობა დაიბრუნა – მე-6 და მე-7 გეიმები მშრალი ანგარიშით მოიგო. შემდეგ უპრობლემოდ...
როჯერ, როდემდე?
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მათ შორის US OPEN-ს გამოტოვებს. „ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციის გათვალისწინებით ეს საკმაო დროს წაიღებს და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, ჯანმრთელი ვიყო და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები“, – განაცხადა როჯერმა. ყველა დროის ერთერთ უდიადეს მეჩოგნეს სიტყვაც არ დასცდენია...
ნოლეს მეორე
ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ გამარჯვებული გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ხუთ სეტში დაამარცხა – 6:7; 2:6; 6:3; 6:2; 6:4. შეხვედრამ 4 საათი და 20 წუთი გასტანა. ჯოკოვიჩმა მოსაგებად ბევრი ოფლი დაღვარა. სერბმა საწყისი ორი სეტი წააგო, მაგრამ შეძლო და თამაში სათავისოდ შემოატრიალა. ნოლე პირველი ჩოგბურთელი შეიქნა, ვინაც „დიდი მუზარადის“ ტურნირების წრე მეორედ შეკრა....
ქალებმა გაარკვიეს, ჯოკოვიჩი ელის
რუსი ასლან კარაცევისთვის ავსტრალიური ზღაპარი დასრულდა. 114-ე ჩოგანმა იმდენი კი მოახერხა, რომ „დიდი მუზარადის“ ნახევარფინალში გასულიყო, მაგრამ იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხდა – 3:6, 4:6, 2:6. სერბმა მარტივად მოიგო, ფინალში გავიდა და მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩი ფინალში რუს დანილ მედვედევსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის უმჯობესს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას ერთმანეთში ხვალ გაარკვევენ....
ნადალმა პირველობა გადადო
რაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში უდიდესი უპირატესობა გაანიავა და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგების 21-ე შანსი გადადო. არადა, ესპანელს ეს ტურნირი რომ მოეგო, მეიჯორის ტიტულებით ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა და როჯერ ფედერერთან გასაყოფი არაფერი ექნებოდა. ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა – 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7. როგორც ხედავთ, ესპანელი ორი სეტის შემდეგ ისე იგებდა, საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი...
სასამართლოს ნაცვლად კორტზე
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ის მასალები, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომის გახსნა შესაძლებელი გახდებოდა, ბრალდების მხარემ დათქმულ ვადაში ვერ შეაგროვა. შეგახსენებთ, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში სდებს ბრალს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამის მტკიცებულებები არ აქვს… ამასობაში თავად ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ პირველი შეჯიბრისთვის ემზადება....









