2020 წლის საჩოგბურთო სეზონი კარგად გახურდა. წლის პირველ დიდი სლემის ტურნირთან ერთად უკან, რამდენიმე პრესტიჟული შეჯიბრია მოტოვებული. სამწუხარო ის არის, ჩოგბურთის მეფეს – როჯერ ფედერერს ტრავმისგან გამოწვეული ქირურგიული ჩარევის გამო იძულებითი შესვენება უწევს და ზაფხულამდე უქმობს. მაესტროს არყოფნას კი რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსებენ, რომლებმაც თავიანთ შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო მიამატეს. ესპანელმა მექსიკურ...
ჭდე: სტეფანოს ციციპასი
მატეომ დახურა
შეივსო. ახლა, უკვე ლონდონში ცხელ კვირას საჩოგბურთო ბატალიებს და დიდ ვნებათაღელვას ველოდებით. სამეფო სპორტის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გვაქვს, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ბოლოსწინაჯერ მასპინძლობს. არახალი ამბავია, რომ ATP-მ ვაჟთა შორის შემაჯამებელ შეჯიბრს ადგილი შეუცვალა და 2021 წლიდან ის ტურინში გაიმართება. იტალიურ ქალაქს, ეს პატივი 2025 წლამდე ექნება. 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის...
ორმოცდაათიანელები
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის გარდა აქ ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასზე უნდა გითხრათ. აბა, უნიჭიერესი ბერძენი მეჩოგნე ტიტულებით ჯერ სერბთან და ესპანელთან სად მივა, მაგრამ „რაღაცით“ მათ მაინც გაუტოლდა. ჩოგბურთი ემოციებთან, სიხარულთან, იმედგაცრუებასთან, ტიტანურ შრომასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად სტატისტიკაც არის. ჰოდა, სტატისტკოსებიც ყველაფერს ითვლიან და აღნუსხავენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს აწარმოებს ATP-იც და დეკემბრის...
ბასილაშვილის პეკინი ციციპასთან დამთავრდა
პეკინის მასტერსს ახალი გამარჯვებული ეყოლება, რადგანაც ეს შეჯიბრი ნიკოლოს ბასილაშვილისთვის ნაადრევად დასრულდა. შარშან ქართველი მეჩოგნე ჩინეთში შეუჩერებელი გახლდათ, მაღალი დონის მოთამაშეები ერთი-მეორეს მიყოლებით დაამარცხა, ხოლო ფინალში თვით ხუან მარტინ დელ-პოტროს აჯობა, რომელიც მაშინ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი იყო. იმ ტრიუმფის შემდეგ ბასილაშვილმა, კარიერაში პირველად ტოპ-ოცეულში შეაღწია და ამ სიმაღლეზე აქამდე იმყოფებოდა. მომავალი კვირიდან კი ქართველი ჩოგბურთელი...



