ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მეორედ აუკრძალეს ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა. Australian Open-ის 9-გზის ჩემპიონი კორონავირუსისგან აცრილი არაა, ავსტრალიური კანონებით კი უცხო ქვეყნიდან აუცრელის შესვლა არ შეიძლება.
„ნოლემ“ აპელაცია შეიტანა, რომელსაც კვირას განიხილავენ. ამასობაში კი თითქმის მთელი საჩოგბურთო სამყარო სერბის გარშემო გაერთიანდა, თუმც ზოგი არც მწვადს წვავს, არც – შამფურს… აგერ, მათი კომენტარებიც?
ზვერევი „არცთუ სამართლიანია, როცა ადამიანი უკვე ჩამოსულია ავსტრალიაში და თამაშის საშუალებას აღარ აძლევენ“.
მედვედევი „მიზეზი მაინტერესებს. მინისტრმა თქვა, არ შეიძლებაო და ამით მორჩა?“
ციციპასი „ჩოგბურთზე ვისაუბრებ, ჯოკოვიჩის თემაზე – არა“.
ოსაკა „ვიცი, ამ თემაზე საუბარი არცთუ სასიამოვნოა. ამიტომ მოვერიდები“.
მუგურუსა „ყველამ ვიცით, რომ უნდა ავიცრათ. არა მგონია, ეს რთული იყოს“.
ახლა კი ხორვატი ფეხბურთელის, დეიან ლოვრენის კომენტარი. აი, როგორ დაუჭირა მხარი ხორვატმა სერბს:
„ჩემი მხარდაჭერა ჯოკოვიჩს. არ დანებდე, 21-ე საუკუნეში ეს მცირე უაზრობა აიტანე! მათ არ იციან, რომ შენთან 0:2-ს აგებენ“.
შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება.
/origin-imgresizer.eurosport.com/2021/01/22/2976783-61091468-2560-1440.jpg)
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
