ქალებმა გაარკვიეს, ჯოკოვიჩი ელის

Home კატეგორიის გარეშე ქალებმა გაარკვიეს, ჯოკოვიჩი ელის
ქალებმა გაარკვიეს, ჯოკოვიჩი ელის

Image result for jokovichრუსი ასლან კარაცევისთვის ავსტრალიური ზღაპარი დასრულდა. 114-ე ჩოგანმა იმდენი კი მოახერხა, რომ „დიდი მუზარადის“ ნახევარფინალში გასულიყო, მაგრამ იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხდა – 3:6, 4:6, 2:6.

სერბმა მარტივად მოიგო, ფინალში გავიდა და მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩი ფინალში რუს დანილ მედვედევსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის უმჯობესს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას ერთმანეთში ხვალ გაარკვევენ.

ქალთა ფინალში კი ჩემპიონის ვინაობას იაპონელი ნაომი ოსაკა და ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი გაარკვევენ.

ოსაკამ ერთი ამერიკელი ნახევარფინალში უკვე დაამარცხა – სერენა უილიამსს 6:3, 6:4 მოუგო, ხოლო ბრეიდიმ სამ სეტში ჩეხი კაროლინა მუხოვა მიჩოგნა – 6:4, 3:6, 6:4.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...