20 წლის ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად შესანიშნავი პირობა შეუქმნა. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „შავ-ყვითლებმა” სევილიაში 3:2 მოიგეს. ნორვეგიელმა ორი გოლი გაიტანა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — მე-7 წუთზე სუსომ შეაგდო.
განსაკუთრებით ლამაზი სანახავი მაინც ჰოლანდის პირველი გოლი იყო. ამ მომენტს ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ, თუმცა მანამდე არანაკლებ ეფექტურად გერმანელმა მაჰმუდ დაჰუდმა შეაგდო — საჯარიმო მოედნის გარედან, ეფექტური დარტყმით.
27-ე წუთზე კი უკვე ჰოლანდმა შეუტია მასპინძელთა კარს, ჯიქურ ჩამოიტოვა სამი სევილიელი, შემდეგ ბურთი ჯეისონ სანჩოსთან გაითამაშა და სტუმრები დააწინაურა.
ჰოლანდის ფესტივალი პირველი ტაიმის მიწურულს გაგრძელდა. მან და მარკო როისმა მეტოქის ნახევარზე ფაქტობრივად ერთად მოიპოვეს ბურთი და „სევილიას” კარისკენაც ერთად დაიძრენ. ბურთი თავიდან როისს მიჰქონდა, მაგრამ საჯარიმოსთან თანაგუნდელები გაიშალენ, კაპიტანმა ჰოლანდს დროულად მიაწოდა პასი, მან კი მასპინძლების კარში დორტმუნდელთა მესამე გოლი გაიტანა.
ცნობისთვის: ეს იყო ჰოლანდის მე-6 დუბლი ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე შეხვედრაში; ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში უკვე 18 გოლი გაიტანა; ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მერვე გოლი შეაგდო.
სევილიელებმა სხვაობა 84-ე წუთზე ლუკ დე იონგის გოლით შეამცირეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
