23 და 26 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს გამართავს შინ უნგრეთის და სტუმრად ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი. მცველები არმელ-ბელა კოტჩაპი, მათიას გინტერი, რობინ გოსენსი, ტილო კერერი, დავიდ რაუმი, ანტონიო რიუდიგერი, ნიკო შლოტებერკი, ნიკლას ზიულე. ნახევარმცველები იულიან ბრანდტი, ლეონ გორეცკა, ილქაი...
ჭდე: მარკო როისი
დაუჯერებელია რასაც აკეთებს…
„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარკო როისმა ჟურნალისტებს ერლინგ ჰოლანდის შესახებ გაუზიარა აზრი. „დაუჯერებელია, რასაც ერლინგი ახლა „სიტიში“ აკეთებს. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ გვერდითაც კარგი მეგობრები ჰყავს. როგორ შევაჩეროთ? კარგი კითხვაა. ეს ძალიან რთულია. ერთ-ერთი გასაღები ის არის, რომ სწრაფად იაზროვნოთ და ერთი წამით დაასწროთ, წინასწარ მიუხვდეთ განზრახვას. 90 წუთის განმავლობაში თვალი არ უნდა მოაშოროთ. ან იმის იმედი...
ჰეი, ჯუდ!
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველია, ინგლისელი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა – ძირითადში არა, მაგრამ ესეც საქმე იყო ამ ასაკის ბიჭისთვის. ბელინგემი ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველია, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. თუმცა ახლა მის სხვა თვისებებზე ვიტყვით. 18 წლის ჯუდი 10-12 წლით უფროს პარტნიორებს ისე უყვირის, იფიქრებ, თავისი გაზრდილები არიანო. ამბობენ, გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია, მის...
როისი, დორტმუნდი, აიწონა-დაიწონა
ასეთი აიწონა-დაიწონა გუნდი ევროპაში, ალბათ, არც არის. „დორტმუნდი“ საოცრებებს სჩადის. ამჯერად მეზობელ „გლადბახს“ 6:0 მოუგო, არადა სულ ბოლო ორკვირიან მონაკვეთში იყო, შინ „ლევერკუზენთან“ 2:5 და „გლაზგო რეინჯერსთან“ 2:4 წაგება რომ მოახერხა. ორი სხვადასხვა გუნდია „დორტმუნდი“. თუ თამაში წაუვა, მართლაც ლამაზად თამაშობს, შეტევა და შეტევა, ხალისი, მოწყენის გარეშე. მარკო როისი – ეს სხვა თემაა. „დორტმუნდის“ 32...
ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი
მიუნხენელებმა ეს ტიტული მეცხრედ იზეიმეს. „ბაიერნმა“ ქვეყნის სუპერთასის მატჩში უპრინციპულეს მეტოქე „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო. პირველი და ბოლო გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, კიდევ ერთი კი აქტივში თომას მიულერმა ჩაიწერა. დორტმუნდელთაგან ერთადერთი საპასუხო მარკო როისმა გაიტანა. მეცხრე სუპერთასი გერმანიის რეკორდია, თუმც ეს შეხვედრა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. მეტიც:...
მარკო როისმა ნაკრები იუარა
„დორტმუნდის“ ლიდერი მარკო როისი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა მან სოციალურ ქსელში სცადა. „რთული და გამომფიტავი სეზონის შემდეგ ნაკრების მწვრთნელს ვესაუბრე და გადავწყვიტე, არ გავემგზავრო ევროპის ჩემპიონატზე. ეს რთული გადაწყვეტილებაა, რადგან გერმანიის ნაკრებში თამაში ყოველთვის სიამაყით აღმავსებდა. ამის მიუხედავად, საკლუბო დონეზე მიზნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ორგანიზმს დასვენების საშუალება მივცე.ისე კი, ბუნებრივია, ბუნდესგუნდის უერთგულეს ქომაგად ვრჩები”,...
გოლების მანქანა
„შალკესთან” შეხვედრაში 20 წლის ერლინგ ჰოლანდმა კვლავ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მატჩში, რომელიც „დორტმუნდმა” სტუმრად 4:0 მოიგო, ნორვეგიელმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელთაგან პირველის მსგავსი გულშემატკივარს ძალიან უყვარს. შესანიშნავად ითამაშა ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომაც, რომელმაც ერთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ სანჩოც 20 წლისაა, მაგრამ როდესაც მე-80 წუთზე „დორტმუნდმა” კაპიტანი მარკო...
ჰოლანდის ფესტივალი
20 წლის ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად შესანიშნავი პირობა შეუქმნა. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „შავ-ყვითლებმა” სევილიაში 3:2 მოიგეს. ნორვეგიელმა ორი გოლი გაიტანა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — მე-7 წუთზე სუსომ შეაგდო. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი მაინც ჰოლანდის პირველი გოლი იყო. ამ მომენტს ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ, თუმცა მანამდე არანაკლებ ეფექტურად გერმანელმა მაჰმუდ დაჰუდმა შეაგდო — საჯარიმო მოედნის...
ჯადო ნამდვილად მოსახსნელია
კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი? გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის...








