ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი

Home აქეთურ-იქითური ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი
ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი

Lewandowski leads Bayern to German Super Cup win in Dortmund | Football News - Hindustan Timesმიუნხენელებმა ეს ტიტული მეცხრედ იზეიმეს.

„ბაიერნმა“ ქვეყნის სუპერთასის მატჩში უპრინციპულეს მეტოქე „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო.

პირველი და ბოლო გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, კიდევ ერთი კი აქტივში თომას მიულერმა ჩაიწერა. დორტმუნდელთაგან ერთადერთი საპასუხო მარკო როისმა გაიტანა.

მეცხრე სუპერთასი გერმანიის რეკორდია, თუმც ეს შეხვედრა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. მეტიც: ეს მისი პირველი გამარჯვება იყო „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის რანგში.

აქამდე ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა გერმანიის ბუნდესლიგისა იყო და „ბაიერნმა“ სტუმრად „გლადბახთან“ ფრედ (1:1) ითამაშა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".