უიმბლდონის მეოთხედფინალური წყვილების მეორე სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიკელი ტეილორ ფრიცისა და ესპანელი რაფა ნადალის გამოდგა. გამარჯვებული მეხუთე სეტში გამოვლინდა. მანამდე ორივე ჩოგბურთელმა სეტები ერთნაირი ანგარიშით მოიგო: ფრიცმა ორივე 6:3, ნადალმა ორივე – 7:5. გადამწყვეტ სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. არადა, ნადალს მანამდე შეეძლო საქმის მოთავება, როდესაც მეშვიდე გეიმში ფრიცს ჩაწოდება აართვა, მაგრამ მერვეშივე...
ჭდე: ნიკ კირგიოსი
ორდღიანი ბასილაშვილი
შტუტგარტის BOSS OPEN-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 769 645 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ლორენცო მუსეტი კი დაამარცხა – 7:5; 6:3 – თუმცა, ამის გაკეთებას ორი დღე მოუნდა. გუშინ დაწყებული თამაში წვიმის გამო მაშინ გადაიდო, როდესაც ჩვენებურს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. პირველი სეტში ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა, თითქოს ტაი ბრეიკიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო, მე-12 გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი...
სასამართლოს ნაცვლად კორტზე
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ის მასალები, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომის გახსნა შესაძლებელი გახდებოდა, ბრალდების მხარემ დათქმულ ვადაში ვერ შეაგროვა. შეგახსენებთ, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში სდებს ბრალს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამის მტკიცებულებები არ აქვს… ამასობაში თავად ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ პირველი შეჯიბრისთვის ემზადება....


