შტუტგარტის BOSS OPEN-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 769 645 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ლორენცო მუსეტი კი დაამარცხა – 7:5; 6:3 – თუმცა, ამის გაკეთებას ორი დღე მოუნდა. გუშინ დაწყებული თამაში წვიმის გამო მაშინ გადაიდო, როდესაც ჩვენებურს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა.
პირველი სეტში ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა, თითქოს ტაი ბრეიკიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო, მე-12 გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა შეასრულა. მეორე სეტის დასაწყისშივე ქართველი 3:0 დაწინაურდა, ხოლო, როდესაც 4:2-ს იგებდა და აწვდიდა, წვიმის გამო თამაში შეწყდა. დღეს კი, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:3.
მერვედფინალში ჩვენებური ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს შეხვდება, რომელმაც ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა ასევე ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
