საჩოგბურთო ამქარმა ოკეანე გადალახა და ამერიკულ ინდიან უელსში დაბანაკდა.
მასტერსის სერიის ეს ტურნირი ATP-1000 კატეგორიისა. მასში 96 მამაკაცი მონაწილებს და საუკეთესო 32 პირდაპირ მეორე წრიდან ერთვება ასპარეზობაში.
ბუნებრივია, პრივილეგირებულთა შორისაა მსოფლიოს 18-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-17 ნომრად განთესეს. მეორე წრეში ნიკას მეტოქე ფრანგ ბენუა პაირესა და საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულის შეხვედრაში გაირკვევა. 29 წლის ფრანგი ამჟამად რეიტინგში 69-ეა, თუმცა 2016 წელს მე-18 საფეხურამდეც აღზევებულა. 1/16-ფინალში გასვლის შემთხვევაში ნიკა 45 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს, დასაცავი კი ამ ტურნირზე მას არაფერი აქვს.
სამაგიეროდ, შარშანდელი ნახევარფინალისთვის მიღებული 360 ქულა აქვს დასაცავი ბორნა ჩორიჩს, რომელიც ჩვენებურს სავარაუდოდ, სწორედ 1/16-ფინალში გადაეყრება. ბასილაშვილს კარგი შანსი აქვს ტურნირზე მე-11 ნომრად განთესილ ჩორიჩზე შური იძიოს ერთი კვირის წინ დუბაიში განცდილი მარცხისათვის.
ამ ეტაპის გადალახვა უკვე 90 სარეიტინგო ქულად ფასობს. ტურნირს საპრიზო ფონდიც შესაფერისი აქვს – შარშანდელთან შედარებით 1 მილიონი დოლარით გაზრდილმა საპრიზომ 8 909 960 დოლარი შეადგინა.
ბასილაშვილმა მხოლოდ მონაწილეობით 25 000 უკვე ირგუნა, პირველი შეხვედრის მოგება კი 47 ათასს მოუტანს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
