რამდენიმე დღის წინ ესპანეთში ითქვა, ლა ლიგა თუ ვერ გაგრძელდება, ევროტურნირებზე გუნდები მიმდინარე ცხრილის მიხედვით გავლენო. „ვალენსიამ“ კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სწორედ ამის გამო, შესაძლოა, უეფაში უჩივლოს – ღამურები მიიჩნევენ, რომ ფედერაცია უსამართლოდ ექცევათ…
ანუ, ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონა“, „რეალი“, „სევილია“ და „სოსიედადი“, ხოლო ევროპა ლიგაზე – „ატლეტიკო“ და „ხეტაფე“. „ვალენსია“ მეშვიდე ადგილზეა, წინ კი 11 ტურია დარჩენილი და ჩამორჩენა მინიმალურია.
ამასთან, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ უეფა „ატლეტიკოს“ მაინც დაუშვებს ჩემპიონთა ლიგაში – დამსახურების გამო, 2014 და 2016 წლებში ხომ ლიგის ორ ფინალში ითამაშა. ფინალები კი „ვალენსიასაც“ აქვს ნათამაშევი, ოღონდ უფრო ადრე: 2000 და 2001 წლებში.
ამასთან, ჩივილს აპირებს „ხეტაფეც“. მათაც იმედი აქვთ, რომ სპორტული პრინციპით ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში მოხვდებიან, ამჟამად კი მეხუთეზე არიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
