გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ხეტაფეს” 5:1 გადაურბინა. ამის მიუხედავად „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ცოტა გაბრაზებულია, რადგან მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, იქა-იქ პასებსაც არასწორად აწოდებდა და ბოლოს ილიაშ მორიბამ წითელი ბარათი მიიღო. „100 წუთის სათამაშოდ უნდა ვიყოთ მზად. მე ფეხბურთელობის დროს „ლივერპულთან” ისეთი ფინალი მაქვს წაგებული, რომელსაც 3:0-ს ვიგებდით. მიმაჩნია, რომ ფეხბურთს...
ჭდე: ხეტაფე
რას შვრები დურო, რჩები თუ მიდიხარ?
„ვალენსიას” უგო დუროს 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის დრო ეწურება, ორი კვირაღა დარჩა, მადრიდელმა თავდამსხმელმა კი ამასობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა — ლა ლიგაში მეშვიდე, ხოლო სულ მეათე. ამბობენ, რომ „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კლუბის დირექტორებს აჩქარებს — დუროსნაირი ფორვარდის ხელში 4 მილიონად ჩაგდება სახეირო საქმეა. ბევრი კლუბი აქამდეც არ მიიყვანდა საქმეს. დურო „ხეტაფეს” აღზრდილი და...
VAR-მა მამარდაშვილი გაამართლა
გთავაზობთ ესპანური AS-ის წერილს „ხეტაფესა“ და „ვალენსიას“ წუხანდელ მატჩზე, რომელიც 0:0 დასრულდა: თამაში საძილე ეფექტს იწვევდა, სანამ „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისეთი შეცდომა არ დაუშვა, ახალ ამბებში რომ ხვდება ხოლმე. ის დაგორებული ბურთის ფეხით შორს გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ ბორხა მაიორალს გაარტყა. პირველი შთაბეჭდილება ისეთი შეიქმნა, რომ „ხეტაფეს“ ფეხბურთელმა ბურთი მიიღო და ცარიელ კარში გოლი...
გიჟური თამაში და მოკრძალებული მიზანი
დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოს“ ფანებს გამოუცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ. „როხიბლანკომ“ „ხეტაფეს“ დრამატულ შეხვედრაში 4:3 მოუგო. ეს იყო გიჟური მატჩი, რომლის პირველ ტაიმში ექვსი გოლი გავიდა და ლუის სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა. „ატლეტიკო“ ჯერ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 2:3-ს აგებდა, 45+4 წუთზე გაქვითა, საბოლოოდ კი მოიგო. „მატრასების მკერავებმა“ გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს....
რეალმა ქეიფი გააგრძელა
2022 წლის ასე ცუდად დაწყებას „რეალი“ ვერ წარმოიდგენდა — ლა ლიგის ლიდერმა „ხეტაფეთან“ წააგო 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი თურქმა ენეს უნალმა დასაწყისშივე გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელი გარეუბნელები გასავარდნ ზონას ორი ქულით ასცდნენ — მე-16 ადგილზე არიან. „რეალს“ კი 15 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულდა. „თეთრები“ კვლავ ლიდერებად დარჩნენ, მაგრამ მათ მდევარს, „სევილიას“, ორი თამაშით ნაკლები აქვს...
24 საათში ორი მწვრთნელი მოხსნეს
„ხეტაფემ“ მწვრთნელის თანამდებობიდან მიჩელი მოხსნა. მიმდინარე სეზონში, 8 ტურის შემდეგ გუნდს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მიჩელამდე გუნდს სათავეში „ვალენსიას“ და გიორგი მამარდაშვილის ამჟამინდელი თავკაცი ხოსე ბორდალასი ედგა. სხვათა შორის, ლა ლიგის ჩემპიონატი სწორედ ამ ორი გუნდის შეხვედრით დაიწყო და „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო. იმ შეხვედრაში მამარდაშვილმა კარგი თამაშით გამოიჩინა თავი. მიჩელისთვის „ხეტაფეში“ მუშაობა უცხო...
ატლეტიკოს სუარესობა დაეტყო
ლუის სუარესმა ხეტაფეში, რაც ფაქტობრივად მადრიდის გარეუბანია, 78-ე და 90-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება გამოსტაცა ხელიდან — 2:1. ამ მომენტისთვის „მატრასის მკერავები“ პირველ ადგილზე არიან და ელიან, თუ როგორ დამთავრდება „რეალის“ შეხვედრა „მალიორკასთან“, რომელიც დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას უნდა გაიმართოს. პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონმა ცუდად ითამაშა, რაც განსაკუთრებით უკბილო შეტევებზე ეტყობოდა. „ბარსელონადან“...
დღეს გრიზმანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა
კვირას, „ხეტაფესთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელების შესახებ ილაპარაკა. საუბარი შეეხო ანტუან გრიზმანს, რომელსაც შეხვედრის მსვლელობისას ტრიბუნებიდან უსტვინეს. „როგორც მწვრთნელს, არ მესმის რატომ უნდა უსტვენდეს გულშემატკივარი ჩვენი გუნდის ფეხბურთელს, — თქვა ჰოლანდიელმა, — მოთამაშეს შეგიძლია უსტვინო თუკი მას სიზარმაცეს და საქმისადმი უპატიოსნო დამოკიდებულებას შეამჩნევ, მაგრამ დღეს ანტუანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა....
მამარდაშვილის შესანიშნავი სტარტი
„მარკა“: „ვალენსია“ სამ ქულას დიდწილად თავის ახალ მეკარეს, 20 წლის გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდეს. ქართველმა რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში გამოიჩინა თავი. მის მიერ მოგერიებულთა შორის, მატჩის მიწურულს, იყო ერთი დარტყმა, როდესაც მეკარემ თავისგან მარჯვნივ, ლამაზი და დაუჯერებელი თამაშით გუნდი სიკვდილისგან იხსნა. მამარდაშვილი „ვალენსიამ“ ამ ზაფხულს შეიძინა და თავდაპირველი გეგმის თანახმად B გუნდში გაუშვა, მაგრამ მეკარემ მწვრთნელ...
სუპერლიგაზე ოცნება და ლა ლიგაში გამარჯვება
ევროპის სუპერლიგა ჩაიშალა, თუმცა ესპანეთის ორი გრანდი, „ბარსელონა” და „რეალი” მაინც მის წევრებად რჩებიან. ინგლისურ პრესაში კი, ბობოლათა ელიტური სამყაროს შექმნის მცდელობას „ბინძური თორმეტის გაქცევა” შეარქვეს და ხაზს უსვამენ, რომ „ბარსას” ახალარჩეული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ხეტაფესთან” ლა ლიგის გუშინდელი თამაშის წინაც კი იმას ამბობდა, ასეთი შეჯიბრება აუცილებლობად უნდა შემოვიღოთო. „ამგვარი ლიგის შექმნა აუცილებელია. ჩვენ ეროვნული...









