ბოლო ტურის წინ ეროვნული ლიგის სათავეში ისევ თანაბრობაა. „იბერიამ“ და „დილამ“ 77-77 ქულა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის კვალად, ლიდერი ისევ მოქმედი ჩემპიონი „იბერიაა“. ამიტომ, საკმარისია ბოლო ტუში, 6 დეკემბერს, „გაგრა“ დაამარცხოს, რომ ზედიზედ მეორედ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. ამჯერად ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, „იბერიამ“ სტუმრად კაცნაკლული „გარეჯი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო „დილამ“ ასევე სტუმრად ელიტიდან უკვე...
ჭდე: გიორგი ფანცულაია
კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან. ოთხშაბათს შეიძლებოდა გორელები „გაქცეულიყვნენ,“ ისინი დამაჯერებლად უგებდნენ 2:0 „სამგურალს“ და წყალტუბოელებმა მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+1) შეძლეს...
ბათუმი კატასტროფის პირას…
ეროვნული ლიგის 31-ე ტურს სატურნირო განლაგებაში ცვლილება არ შეუტანია. „იბერიას“ და „დილას“ კვლავ თანაბარი ქულები აქვთ (65-65), თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ აგილზე თბილისელები არიან. ამჯერად „იბერიამ“ „ბათუმს“ სტუმრად გიორგი ჯინჯოლავსა და ამირან ძაგანიას გოლებით 2:0 სძლია. „დილამ“ კი „ტორპედოს“ 1:0 მოუგო. აქ თავი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა შორეული დარტყმით. მესამე დგილზე თბილისის „დინამოა“, რომელმაც...
წუთში ორი გოლი
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა. ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა: გარეჯელმა ნიკოლოზ გალახვარიძემ „ბათუმთან“ იყოჩაღა, სამგურალელმა გიორგი ფანცულაიამ – „დინამოსთან.“ სხვათა შორის, ეს ფანცულაიას მეოთხე...
გარეჯმა ლიდერი შეცვალა
ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა. გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა კახელებმა იძალეს და სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს. შთამბეჭდავი „დაბრუნება“ გამოვიდა, ეგრეთ წოდებული „ქამ ბექი.“ „გარეჯი“...
აბდალას გოლი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს. „იბერია“ კი „გარეჯს“ შინ 18 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ სტუმართა კაპიტანმა ლევან პაპავამ გაათანაბრა. ეს „გარეჯის“...
აგვისტომდე წავედით…
ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს. სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა. გაძევებები ვახსენეთ და...
ჩხუბი თბილისში, კრიზისი – თელავში
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მთავარ მატჩში, „ქართულ კლასიკოში“ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, შეხვედრის დამთავრების შემდეგ იშვიათი ამბავი მოხდა, მინდორზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რის გამოც მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა 9 (!) ფეხბურთელი გააძევა – 5 „დინამოდან,“ ოთხი – „ტორპედოდან…“ რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ის დინამოელებმა დამსახურებულად მოიგეს 2:0 და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს...
ყველაზე უხვი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-15 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში, გუნდებმა ერთმანეთს 21 გოლი გაუტანეს (მანამდე ასეთი მე-2 ტური გახლდათ – 16 გოლი). ლიდერმა „დილამ“ შინ „დინამო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. სტუმრებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით პირველი ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ კი გორელებმა იძალეს და ორი ბურთი გაიტანეს. გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ შეაგდო. „დინამომ“...
მხიარული ტური
უცნაური და უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური. ზოგმა საქმე უკვე მოგვარებულად ჩათვალა, ზოგი კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბძვის. ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა – „ბათუმს“ ვეღარავინ დაეწევა. ასევე „დინამოს“ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. მესამე საფეხურზე „ტორპედო“ დგას და ბოლო ტურში „ბათუმს“ სტუმრობს, თუ არ წააგებს მესამე, ანუ ევროადგილი გარანტირებული აქვს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში უშუალო...









