შფოთიანი ტური გამოდგა. შფოთის ავტორი კი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც „დინამოსთან“ 3:4 წააგო და ატყდა ერთი ამბავი. საბურთალოელთა თავკაცი, ლევან კორღალიძე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს შემოსწყრა: მეტოქე მცველს საჯარმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი რატომ არ დანიშნეო. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაცხო, რასაც „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაც მოჰყვა, რომელმაც ჟურნალისტებს...
ჭდე: გიორგი ფანცულაია
ტიტიკოს გოგო
კარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია… გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების...
სხვა დინამო
109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...


