ყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. „გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა) ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და...
ჭდე: გიორგი ფანცულაია
ფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში
ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე აქტაუს „კასპიიმ“ „ბათუმიდან“ ქართველი ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა. ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა: „ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ფანცულაიამ კარიერაში 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“. ფანცულაია გასულ სეზონში „ბათუმში“ თამაშობდა – 29 მატჩში ჩაატარა 5 გოლი...
მაინც 7
ელიგის 24-ე ტურში ლიდერებმა „ბათუმმა“ და „დინამომ“ დიდი ანგარიშებით დაამარცხეს მეტოქეები და მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. „თელავი,“ რომელიც „თელავს“ არ ჰგავდა ზღვისპირელებმა შინ „თელავს“ 4:0 მოუგეს. მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. თელაველებმა კი ალბათ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს. აშკარად არ იყო მათი დღე. ბათუმელთაგან გიორგი ფანცულაიას გამოვარჩევდით, რომელიც დამთავრებამდე 20 წუთით ადრე...
უკვე 7
23-ე ტურმა ორი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და სატურნირო ცხრილშიც რაღაც-რაღაცეები შეიცვალა. პირველი მოულოდნელობა ერთი მოულოდნელობა საგურამოში მოხდა, სადაც განწირულმა აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიდერ „ბათუმს“ ქულები დააკარგვინა. ეგ კი არა, „რკინიგზელებმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ძებნიაურის თერთმეტმეტრტიანით გახსნეს ანგარიში. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, და გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლეს. გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ეს მისთვის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში,...
ბათუმმა დინამო სამტრედიაში მიიახლოვა
როცა სამტრედიაში თამაში დამთავრდა და გასავარდნად განწირულმა „სამტრედიამ“ ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა, რაღაც დეჟავიუს მაგვარი განცდა დამეუფლა. აბა, შარშანდელი სეზონის ფინიში გავიხსენოთ: ბათუმელები კარგა ხანს ლიდერობდნენ, მაგრამ დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე, 26 მაისს, „ლოკომოტივთან“ წააგეს (1:2), „დინამომ“ ამავე ანგარიშით „ტორპედო“ დაამარცხა, ზღვისპირელებს ორი ქულით გაუსწრო. მერე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ჩემპიონიც გახდა… სამტრედიაში მომხდარ ამბავს...
ბათუმი წვიმაში: + 7
„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო. მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა. „დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო....
დინამომ გაიღვიძა
ვითომ „დაბრუნდა“ „დინამო“? ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხეს 5:1. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ანგარიში. ცხადია, მატჩის მსვლელობაზე შესვენების შემდეგვე სტუმარი გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ „დინამო“ ისედაც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ....
ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…
წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება. „ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც. არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ...
ბუნდოვანი ცვლილებები
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე შინ, 2 სეტემბერს, კოსოვოს, დაუხვდება; 5 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მასპინძლებს შეხვდება; 8 სექტემბერს კი ბულგარეთში ამხანაგურად ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მზადებას გუნდი 30 აგვისტოს დაიწყებს, მაგრამ ნაკრების თავკაცს ადრე გამოცხადებულ შემოადგენლობაში უკვე მოუხდა ორი ცვლილების გაკეთება. შეკრებაზე ვერ ჩამოდის შემტევი ხვიჩა კავარცხელია. ითქვა,...
მანდარინობა ზესტაფონში
დიდი ამბავი იყო ხუთშაბათს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“: ბათუმის „დინამომ“ მეზობელ „შუქურას“ 8:1 მოუგო… ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდებს შორის რეალურად ასეთი სხვაობაა. აქ უფრო ის მოდელი ამუშავდა, როცა ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს – არაფერი. ხდება ხოლმე. თუმცა, ამით სულაც არ ვაკნინებთ ბათუმელთა წარმატებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ამას თამაშის ხარისხიდან...









