ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, მარკინიოსი, ოსმან დემბელე… ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან’’ დუელისთვის ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. მათი ნაწილი შესაძლოა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რამდენად გაუძლებენ დიდ მატჩს 90 წუთის განმავლობაში, არავინ იცის. პარიზელთა ესპანელ თავკაცს ურთულესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი.
ამასობაში „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა წერილი სადაც აღწერა თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობაა გუნდში. გაზეთი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელები შეშინებულები არიან.
გავიხსენოთ, რომ სეზონის პირველივე დღიდან პსჟ-ს მოთამაშეები ტრავმებს იღებენ. ეს ტრავმები მეტწილად კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებას გულისხმობს. პრობლემები სუპერთასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ თამაშიდან დაიწყო. და რით არის განპირობებული ამდენი დაშავება? უპირველეს ყოვლისა საშინლად გადატვირთული კალენდრით და, რასაკვირველია, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატით, რომელიც ზაფხულში ტრადიციულ სეზონს გადაება. რაც შეეხება შიშს, მოგეხსენებათ, 2026 წელს ნაკრებების (ნამდვილი) მსოფლიოს ჩემპიონატია და „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელების დიდ ნაწილს მასში მონაწილეობის იმედი აქვს. შესაბამისად, მათ ეშინიათ, რომ ჭარბი თამაშების გამო ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების მსგავსად ისინიც ვერ გაუძლებენ დატვირთვებს და შესაძლოა საბოლოოდ მუნდიალში მონაწილეობა ვერც კი მიიღონ.
„ეკიპის’’ თქმით ლუის ენრიკესა და მის ასისტენტებს ფეხბურთელების შეშფოთების ამბავი კარგად მოეხსენებათ და გრძნობენ, რომ ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მათ არ სურთ, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემა ეპიდემიაში გადაიზარდოს და როგორ ჩანს, მენტალურ ასპექტზე მუშაობას მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
