სერია A-ში „მილანი’’ გალიდერდა. ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა „როსონერიმ’’ შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. 57-ე წუთზე მილანელებს ჯოვანი დი ლორენცოს წაქცევისთვის ეკვადორელი მცველი პერვის ესტუპინანი გაუძევეს. ამ ეპიზოდში მასპინძლები პენალტითაც დასაჯეს. თერთმეტმეტრიანი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, თუმცა „აძურიმ’’ მეტი ვეღარ შეძლო.
დე ბრუინი ანტონიო კონტემ 72-ე წუთზე მაკედონიელი ელიფ ელმასით შეცვალა, რამაც ბელგიელი გააბრაზა. აშკარა იყო, რომ ვეტერანს შეცვლა არ ესიამოვნა. სათადარიგოთა სკამზე ის მკვახე ინგლისური გამოთქმებით ინელებდა ბრაზს.
ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტის’’ ყოფილ ვარსკვლავს ამ შეხვედრაში მაინცდამაინც არ გაუბრწყინია, თუმცა პენალტი კარგად შეასრულა. Areanapoli-ს თქმით მისგან ნეაპოლელი ქომაგები უკეთეს თამაშს ელიან.
რაც შეეხება პირველ ტაიმს, შესვენებამდე „მილანის’’ ამერიკელმა შემტევმა კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინა თავი. მან მესამე წუთზე ბელგიელ ალექსის საელემეკერსს გაატანინა პირველი გოლი, 31-ე წუთზე კი ფრანგი იუსუფ ფოფანას პასით თავად შეაგდო.
ამ გამარჯვების შედეგად მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ნაპოლის’’ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის წყალობით გადაასწრო. „პარტენოპეელებმა’’ ახალ სეზონში პირველად წააგეს.
ხუთი ტურის მერე 12 ქულა აქვს „რომასაც’’, რომელმაც არტემ დოვბიკისა და მატიას სოულეს გოლებით „ვერონას’’ 2:0 მოუგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
