„პარი სენ ჟერმენი’’ ოთხშაბათს „ბარსელონას’’ სტუმრობს, დაშავებულ ფეხბურთელთა სია კი შემაშფოთებლად გრძელი აქვს. მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მარკინიოსს, ოსმან დემბელეს, დეზირე დუეს, ჟოაო ნევეშსა და ფაბიან რუისს „ოსერთან’’ შეხვედრის პირველსავე ტაიმში ვიტინია და ხვიჩა კვარაცხელია დაემატნენ. არადა, პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სიფრთხილის უკიდურესი ზომები მიიღო და ხსენებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში და ბრედლი ბარკოლა. ისინი შესაძლო ტრავმებს მოარიდა.
რამდენად სერიოზულად დაშავდა კვარაცხელია? ამ კითხვაზე პასუხი რთული გასაცემია. ქართველს მარცხენა ბარძაყი ეტკინა და შესვენებისას ის ბარკოლამ შეცვალა. ახლა ამბობენ, რომ თუ გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის თანახმად არ წარიმართება კვარა ბარსელონაში ვერ ითამაშებს. „პარიზიენმა’’ ამას დროის წინააღმდეგ ბრძოლა უწოდა. კლუბის ექიმებს იმედი აქვთ, რომ გარემარბს სწრაფი გამოჯანმრთელების უნარი არც ამჯერად უმტყუნებს. შეგახსენებთ, რომ ის „ატალანტასთან’’ თამაშის წინაც დაშავებული იყო, მაგრამ დროულად აღიდგინა ჯანმრთელობა.
რუისსა და ნევეშს მედიკოსები ერთხელაც შეამოწმებენ და გადაწყვეტენ უნდა შეუერთდნენ ისინი გუნდს თუ არა. შესაძლოა მათ თამაშის ნება დართონ, მაგრამ არა 90 წუთით. დაახლოებით იმავეს ამბობენ ვიტინიას შესახებ.
დუე, მარკინიოსი და დემბელე შეხვედრას დანამდვილებით გამოტოვებენ. მეტიც, დემბელე რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ყატარში, დოჰაში გაემგზავრება, სადაც ASPETAR-ის ცნობილ სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში გაატარებს გარკვეულ ხანს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
