პირველი მატჩი და პირველი ტიტლული! ისე, რომ ერთი ამხანაგურიც არ ჰქონდა ნათამაშევი, „პარი სენ ჟერმენმა’’უეფას სუპერთასი მოიგო. მისი და „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ შეხვედრაში თავიდან ლონდონელები დაწინაურდნენ (2:0), მაგრამ პარიზელებმა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და შემდეგ პენალტებშიც იმარჯვეს.
ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება ერთი კვირის დაწყებული აქვს, ერთი თვის ნავარჯიშებ მეტოქესთან შეხვედრაში უამრავი შეცდომა დაუშვა. ისეთმა მაღალი დონის ვარსკვლავმა, როგორიც აშრაფ ჰაკიმია პირველივე წუთზე მარტივად დაკარგა ბურთი და შემდეგ, მთელი შეხვედრის გასნმავლობაში, პსჟ-ს ფეხბურთელები შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ, მაგრამ ბოლო ათ წუთში მიკი ვან დენ ვენისა და კრისტიან გაბრიელ რომეროს გოლებს კანგ-ინ ლიმ და გონსალო რამუშმა შედეგიანი დარტყმებით უპასუხეს, პენალტებში კი თავი პარიზელების ახლამა მეკარემ ლუკა შევალიემ გამოიჩინა.
Maxifoot-მა შეხვედრას 10-დან 6 ქულა დაუწერა. საიტი ამბობს, რომ მოუმზადებელ პსჟ-ს ლოგიკურად ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავის რწმენით აღჭურვილმა საბოლოოდ წარმატებას მიაღწია.
ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება (7) ოსმან დემბელემ მიიღო, ხოლო ყველაზე დაბალი (3) აშრაფ ჰაკიმისა და ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. კვარაცხელიაზე პორტალმა ასე დაწერა:
„პარიზელთა გარემარბს რთული საღამო ჰქონდა. ის მთელი 60 წუთის განმავლობაში ძალიან მოკრძალებული იყო და როდესაც თანაგუნდელები პასს აწვდიდნენ, ვერაფერს ახერხებდა’’.
Flashscore-მა და sofascore-მა კვარაცხელიას 6.4 დაუწერეს, ხოლო whoscored-მა მისი თამაში 6.1 ქულით შეაფასა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
