პირველი მატჩი და პირველი ტიტლული! ისე, რომ ერთი ამხანაგურიც არ ჰქონდა ნათამაშევი, „პარი სენ ჟერმენმა’’უეფას სუპერთასი მოიგო. მისი და „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ შეხვედრაში თავიდან ლონდონელები დაწინაურდნენ (2:0), მაგრამ პარიზელებმა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და შემდეგ პენალტებშიც იმარჯვეს. ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება ერთი კვირის დაწყებული აქვს, ერთი თვის ნავარჯიშებ მეტოქესთან შეხვედრაში უამრავი...
ჭდე: სუპერთასი
ლუის ენრიკე: თასს ტოტენჰემი იმსახურებდა
„პარი სენ ჟერმენი’’ უნიკალური გუნდია. „პარიზიენი” წერს, რომ ოთხშაბათს, უდინეში აშკარა ფიზიკური ჩამორჩენის მიუხედავად მან ენერგიულად და ღირსეულად მოიგო ევროპის სუპერთასი, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა სიურეალისტურ ატმოსფეროში, შეხვედრის ბოლო ათ წუთში ორბურთიანი ჩამორჩენაც გამოასწორეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პენალტებში გადამწყვეტი როლი მათმა ახალმა მეკარემ ლუკა შევალიემ ითამაშა....
უეფამ ლობანოვსკი გაიხსენა
ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ საიტზე სოლიდური სტატია მიუძღვნა უკრაინელ გენიოსს. ვალერი ლობანოვსკი ყველაზე პროდუქტიული მწვრთნელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ვასილიჩმა“ ფეხბურთელობისას კიევის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და დონეცკის „შახტარში“ იბურთავა, კიევში სსრკ-ის ჩემპიონობა და თასიც მოიპოვა, მერე კი თამბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: სსრკ ჩემპიონი (კიევის დინამო) – 8. სსრკ თასი (დინამო) – 6. ევროპის თასების მფლობელთა თასი...
ვინ, თუ არა ლევანდოვსკი?
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა – FourFourTwo – 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ხმის მიცემის პროცესში 101 ქვეყნის წარმომადგენელი 101 ჟურნალისტი მონაწილეობდა. საუკეთესოდ მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს. გასულ სეზონში პოლონელი გერმანიის ჩემპიონატის, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო და უეფას სუპერთასიც მიაყოლა. ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გათამაშების ბომბარდირიც...
თქვენი იყოს, წაიღეთ!
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის პირობებში. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა უარი თქვეს პრემიალურ თანხებზე, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგებისთვისაა გათვალისწინებული. კონკრეტულად: ჩემპიონობისთვის თითოეულ მათგანს 700 ათასი ევრო ერგებოდა, სუპერთასის მოგებისთვის პრემიად კი 300-300 ათასი ევრო იყო დათქმული. მარტივი მათემატიკა გვეუბნება, რომ მოთამაშეებმა ამ გზით კლუბს დაახლოებით 25 მილიონი...
სუპერთასი ხალხით
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში გასამართ „ბაიერნი“ – „სევილიას სეპერთასზე მაყურებელს დაუშვებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვით – მხოლოდ 30 პროცენტს სტადიონის საერთო ტევადობისა. შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ევროთასების ყველა შეხვედრა უმაყურებლოდ ტარდება. „ამ გადაწყვეტილებით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ფეხბურთი ძნელბედობის ჟამსაც გრძელდება. თუმცა გულშემატკივრის გარეშე თავისი აზრის გარკვეული ნაწილი დაკარგა. უეფას სუპერთასის მატჩი...
რეალი – ბარსა 92:91
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და სხვადასხვა ტიტულებით პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ გადაასწრო. ახლა „რეალს“ 92 ჯილდო აქვს, „ბარსას“ – 91. სადღეისოდ, რეალის აქტივშია: ესპანეთის 34 ჩემპიონობა, ქვეყნის 19 თასი და 11 სუპერთასი, ლიგის ერთი თასი, 13 ჩემპიონთა ლიგა, შვიდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხი უეფას სუპერთასი, ორი უეფას თასი და ერთიც ევა დუარტეს თასი. „ბარსელონა“ 26-ჯერ...
სუპერ საბურთალო
საქართველოს ჩემპიონის შარშანდელ ტიტულსა და თასს „საბურთალომ“ წლეულს სუპერთასიც დაუმატა და სრული კომპლექტი შეკრა – გუნდმა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მთლად კარგი ამბები არ ისმოდა, რასაც ახალდანიშნული მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვა, ქვეყნის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ ვაკეში, მიხელ მესხის სათადარიგო მოედანზე, სუპერთასის მატჩში უსიტყვოდ და მართალია მინიმალური ანგარიშით, მაგრამ სრულიად დამსახურებულად აჯობა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში...
ბედნიერი
სტამბოლში სამსაათნახევრის დაგვიანებით ჩავედით. მიზეზი არ დაილია, ჯერ იყო და მავანმა, ერთ-ერთი ბოლო მოდელის „მერსედესიანმა“ თურქმა, ნახალოვკურად ჩაუჭრა სავალი გზა ჩვენს ავტობუსს და ამას ისეთი გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ჟანდარმთა ჩარევა გახდა საჭირო. მერე კი საბურავი გაუსკდა, ამას სტამბოლური საცობებიც დაერთო და ბეშიქთაშის Vodafone Arena-დან ორ კილომეტრში მდებარე სააკრედიტაციო ცენტრიდან ვიდრე სტადიონზე მივედი, ფრენკ ლამპარდის პრესკონფერენცია დასრულებული...
სტამბოლი და 14
14 აგვისტოს, თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ ლივერპული მორიგი ფინალის სათამაშოდ სტამბოლს უბრუნდება. ევროპის სუპერთასის ფინალი, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელობით გვარიანად ჩამოუვარდება იმ ეპოქალურ და ქრესტომათულ, თოთხმეტი წლის წინანდელ მატჩს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სატიტულო ბრძოლაა და შესაბამისად მუხტიც უდიდესია. ფეხბურთი უპირველესად ქომაგისაა და დღეს და ხვალ დიდი ინგლისური დესანტის მობილიზებას ელიან მასპინძლები, თუმც „ჩელსის“ და „ლივერპულს“...








