NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და პარკეტზე 12.05 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გოგამ ოთხიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმო კი ააცილა. ბითაძის გუნდს 33 მოგება და 28 წაგება დაუგროვდა, რაც კონფერენციაში მეშვიდე შედეგია და ფლეი ინის ზონაშია.
„ორლანდო“ მომდევნო მატჩს სტუმრად „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინაააღმდეგ გამართავს.
სწორედ მინესოტაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ და 107:115 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 23.38 წუთში 11 ქულით, 2 მოხსნით, თითო პასით, ჩაჭრითა და დაფარებით შეეშველა. სანდრომ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო კი ააცილა. „ტორონტო“ 35 მოგებითა და 27 მარცხით კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩში „დალასს“ უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
